უკან
მსოფლიო
18 აპრილი, 2018 12:10
ერევანში მიმდინარე აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა
ერევანში, საფრანგეთის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა, თუმცა ამ დროისთვისთვის ძალა არ გამოუყენებია. მათ აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და ახლა მოედანს თავად აკონტროლებენ.
დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცა.
წინა დღეების განმავლობაში საფრანგეთის მოედანზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას სულ ცოტა 46 ადამიანი დაშავდა. დაკავებულია აქციის 30-მდე მონაწილე.