უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივნისი, 2017 15:20
font-size

ეროვნული არქივის ფონდების ელექტრონული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფონდების მოძიება ელექტრონული კატალოგით გახდა შესაძლებელი. ვებპროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.

ეროვნული არქივის ვებგვერდზე (www.archives.gov.ge/ge/elektronuli-katalogebi) განთავსებულ მონაცემთა ბაზაში შესულია ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულების - ცენტრალურ არქივებსა და ტერიტორიულ ორგანოებში - რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცულ ფონდებზე.

ფონდების შესახებ ინფორმაცია ეროვნული არქივის ვებგვერდის საშუალებით აქამდეც იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ერთიან მონაცემთა საძიებო ბაზაში არ იყო თავმოყრილი.

სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს რომელი სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა თუ კერძო პირების საქმიანობის პროცესში შექმნილი ეროვნული სააარქივო ფონდის რომელი წლების, როგორი ხასიათის (მმართველობითი, პირადი წარმოშობის, ტექნიკური, პირადი შემადგენლობის) დოკუმენტები ინახება ეროვნულ არქივში.

ელექტრონულ კატალოგში შეტანილი ინფორმაცია მუდმივად ახლდება. ამ დროისათვის მასში 13 ათასზე მეტი საარქივო ფონდია აღრიცხული.

ეროვნულმა არქივმა მუშაობა დაიწყო ფონდების ანაწერების კატალოგის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც უფრო გამარტივდება ფონდებში დაცულ მასალაზე ინფორმაციას მოძიება.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი