უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მარტი, 2023 19:09
font-size

ეროვნული ბანკი გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გამოშვებას აგრძელებს „საქართველოს მეფეების“ სერიიდან და ამჯერად 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე გიორგი ბრწყინვალეს უძღვნის, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოქროს მონეტის ფასი 1370 ლარია, ხოლო ვერცხლის – 88 ლარია.

2023 წლის 27 მარტიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება:

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00);

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10 ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00)

წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელია დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძვლზე.

2023 წლის 3 აპრილიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულებისა და მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: www.moneymuseum.nbg.gov.ge

მომხმარებლებს, რომელთაც წინასწარ შეუკვეთეს მონეტა, მონეტების მიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ მათ ელ. ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებაში.

2023 წლის 10 აპრილიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში.

თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა, მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე გიორგი ბრწყინვალეს გამოსახულება, მას ერთ ხელში სასწორი უჭირავს, როგორც მის მიერ გატარებული სამართლის რეფორმის სიმბოლო (აღნიშნული დეტალი ვერცხლის მონეტაზე მოოქროვილია), მეორე ხელში კი – გრაგნილი, რომელზე „ძეგლის დადების“ დასაწყისი ტექსტია დატანილი. მონეტაზე, ასევე, დატანილია წარწერა „გიორგი ბრწყინვალე“ და მისი მეფობის წლები 1299-1346.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს გიორგი ბრწყინვალეს გვირგვინის გამოსახულება (რომლის შექმნისას გამოყენებულია ბაგრატიონთა სამეფო გვირგვინის და XV ს-ის ფსალმუნის ქართული ხელნაწერის მინიატურების დეტალები) მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი“, ასევე, „საქართველო“, 2023, GEORGIA, რომელთა შორის გამოსახულია მეფის სამოსზე არსებული ორნამენტი ავერსიდან“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6069 ლარი გახდა

9 ივნისი, 2023 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6069 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6102 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

13 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი

9 ივნისი, 2023 , 17:05

13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელი

გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა - ვაზისუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

9 ივნისი, 2023 , 15:56

ვაზისუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა 259-ე მუხლით დაიწყო. საუბარია  ​ცხოველის წამებას ან მისადმი სასტიკი მოპყრობაზე.  მომხდარის შესახებ სოციალურ

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის საგანგებო საქმეთა დირექტორი ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს

9 ივნისი, 2023 , 14:58

ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორი ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხეში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს. ორგანიზაციის წარმ

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 13.7%-ით ნაკლებია

9 ივნისი, 2023 , 14:13

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 496,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მეოთხე&

საქართველოს ბანკმა და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს

9 ივნისი, 2023 , 13:12

სხარტი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკისა და TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, წელს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი მეოთხედ გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 12 უნივერსიტეტის 400-

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი