უკან

პოლიტიკა

2 აპრილი, 2018 16:20
font-size

ეროვნული უმცირესობების თემაზე მომუშავე არასამთავრობოები ომბუდსმენის მიერ წარდგენილ საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატს მხარს უჭერენ

ეროვნული უმცირესობების თემატიკაზე მომუშავე 66-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიწონა სახალხო დამცველის კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვას წარდგენა. მესამე სექტორი მოუწოდებს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ამ კანდიდატურას.

„ეროვნული უმცირესობების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამოქალაქო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არაერთხელ მივმართეთ სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას. აღნიშნულ მიმართვებში ყურადღება გავამახვილეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გაზრდის, სამოქალაქო ინტეგრაცის სფეროში მედიის როლის გაუმჯობესებისა და მასში ეროვნული უმცირესობების უშუალო მონაწილეობის აუცილებლობზე.

ეროვნული უმცირესობების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მჭიდროდ და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ საქართველოს სახალხო დამცველთან და დადებითად ვაფასებთ სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების უშუალო მონაწილეობის პრობლემატიკისადმი საგანგებო ყურადღებას.

სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ „კვლავ გამოწვევად რჩება ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ისე დედაქალაქის მერიასა და საკრებულოში“....“ეროვნული უმცირესობები არ არიან წარმოდგენილი არცერთ მარეგულირებელ კომისიაში (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია) და არც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში“.

სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული უმცირესობების თემატიკის მიმართ მისასალმებელია, რომ არ აღმოჩნდა მხოლოდ დეკლარირებული და იგი გამყარდა სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უფლებადამცველისა და ჟურნალისტის ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას წარდგენით.

ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუმუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვადასტურებთ ჩვენ ღრმა პატივისცემას სახალხო დამცველის მიმართ და მივიჩნევთ, რომ ჩვენ ქვეყნაში დემოკრატიული პროცესის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან სახალხო დამცველის მხარდაჭერა, ხოლო სახელმწიფო უწყებების მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაიცების გაზიარება.

ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო და მედიაორგანიაციებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ეროვნული უმცირესობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემატიკის მიმართ, რათა საერთო ძალისხმევით უმოკლეს დროში გადავლახოთ აღნიშნულ სფეროში არსებული სირთულეები.

ამასთან ერთად, თხოვნით მივმართავთ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას, პარლამენტში შემავალ ყველა ფრაქციის წარმომადგენელს, მხარი დაუჭირონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას.

ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალზედ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ერთსულოვნების გამოხატვა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, -წერია განხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

თენგიზ გაგლოევი

საქართველოს ოსთა ასოციაცია

ნაირა ბეპიევი

საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა

ზაურ ხალილოვი

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

ინგა ბერიკაშვილი/მამედოვა

თავისუფალი საზოგადოების ასოციაცია

ლეილა მამედოვა

საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდთა კავშირი

საბინა ტალიბოვა

კავშირი "მტრედი"

ფახრატ მუსაევი

საქართველოს აზერბაიჯანელების კავშირი რეფორმებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის

გულია მუსტაფაევა

საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაცია

ლეილა სულეიმანოვა

აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი

არნოლდ სტეფანიანი

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“

სამველ მიკირტიჩიანი და სანდრო ტარონაციან

საქართველოს სომეხთა სათვისტომო

ვან ბაიბურთი

გაზეთ "ვრასტანის რედაქტორი

გენრიხ მურადიანი

საქართველოს სომეხთა კავშირი

სლავა მეჟდოიანი

ევროპელ სომეხთა ფედერაცია სამართლიან და დემოკრატიული საქართველოსთვის

მარი მიკოიანი

ორგანიზაცია "ნორ-სერუნდ"

მიხეილ ავაქიანი

ასოციაცია "შენ"

კარინა ბარსეგიანი

საქართველოს სომეხთა უფლებათა დაცვის ასოციაცია

გიორგი ელიბეგოვი

არასამთავრობო ორგანიზაცია "Open Bridge"

მარგარიტა ხიდირბეგიშვილი/გრიგორიანი

ინტერნაციონალური საქართველო მშვიდობისთვის და გარემოს დაცვისთვის

რეგინა კახიძე

საქართველოს ესტონელთა საზოგადოება

რეგინა იაკობიძე

საქართველოს ლატვიელთა სათვისტომო "ავე-სოლ"

მიხეილ ბორისი

საქართველოს უკრაინელთა ასოციაცია

ოლენა ბეზრუჩკო/კურტანიძე

საქართველოს უკრაინელ პედაგოგთა კავშირი

ვალენტინა მარჯანიშვილი

ჟურნალისტთა საბჭო ქართულ-უკრაინული პრესისა და წიგნის სახლი

მარინე სოლომონიშვილი

ებრაელ ქალთა საერთაშორისო ფონდი "ლეა"

ეთერ თოფჩიაშვილი/გიგინეიშვილი

პროექტი "კეშერ"

გარი აუგსტი

საქართველოს გერმანელთა ასოციაცია "აინუნგი"

ნუკრი გაბუნია/როზვადოვსკა

კავშირი "პოლონია"

მიხეილ აიდინოვი

რუსულენოვან ჟურნალისტთა ასოციაცია

ალექსანდრ ბეჟენცევი

საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდობის ასოციაცია

ალა ბეჟენცევა

საქართველოს რუს ქალთა ასოციაცია "იაროსლავნა"

გაროლდ შმალცელი

საქართველოს ჩეხთა სათვისტომო "ზლატა პრაგა"

აგიტ მირზოევი

ჩართულობის და განვითარების ცენტრი

ეკატერინე ბიტკაში

"ნინევია"

ლილი საფაროვა

ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა

ქერიმ ანყოსი

ქურთთა უფლებების საერთაშორისო ფონდი

გიორგი ამარიანი

კურთული ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი

ნონა ხანგოშვილი

ქალთა ფედერაცია " კავკასიელ ქალთა კონგრესი"

კიმალდინ ტაიროვი

თათართა სათვისტომო საქართველოში

ალექსანდრ ჟილიაევი

საქართველოს ბელორუსთა სათვისტომო "სიაბრი"

მამული ნეშუმაშვილი

"უდი"

ალექსეი ბახოლდინი

ბელორუსთა საერთაშორისო კავშირი "სიაბრი"

ვენერა მარტყოფლიშვილი

კახეთის ბოშათა კავშირი "რომა"

მიხეილ თათევოსოვი

თბილისელ სომეხთა კავშირი

მარი არაქელოვა

ქართველ სომეხთა კავშირი

ზაურ გუმაშვილი

უხუცესთა კავშირი

ნაზელი დემირჩიანი

სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის

რიმა გარიბიანი

ღია საზღვრები

ალი ბადიროვი

საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაცია

სუსანა ხაჩატრიანი

საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია

ლევონ ჩიდილიანი

კულტურულ საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი "ჰაიარტუნი"

სააკ ტალიტიანი

ჩვენი სახლი საქართველო

გიორგი ვართანიანი

აჭარის სომეხთა კავშირი

ვაგარშაკ შახბეკიანი

სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „Future Corps”

სამველ ხოდიკიანი

კავშირი „ხოდო“

აგასი ზალალიანი

ჯანმრთელი საზოგადოება ჯავახეთი

ალექსანდრე ოგანოვი

საქართველოს სომეხთა თანამშრომლობის ცენტრი

მარინე ბაბუნაშვილი

"Fides et Spes"

სედა მელკუმიანი

სამოქალაქო განათლება სამართლებრიბი სახელმწიფოსთვის

მარინა ნოვიკოვა

რუსულენოვან ლიტერატორთა საზოგადოება „არიონი“

ზინაიდა ქარუხნიშვილი

ლიტვური საზოგადოება „რუტა“

ალექსანდრა საულიაკი

მოლდოვური კულტურის ცენტრი

რუსუდან ფუხაშვილი

ოსური საზოგადოება

მარინა ბეპიევა

ქართველ-ოს ლტოლვილ ქალთა საზოგადოება

ნუკრი გაბუნია

წმ. იადვიგის სახელობის პოლონური სკოლა

რაინა ბელევა

ბულგარელთა საზოგადოება „ვზრაჯდანე“

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი