უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 აპრილი, 2018 12:35
font-size

ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

„ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი, მანამდე კი უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა“, - ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ ბათუმში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან დაამატა, რომ „სრული ინტეგრაცია მოითხოვს დროსა და რეფორმების გატარებას“.

„საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი, რაც აქ მოხდება, აუცილებლად აისახება ევროპაზე, გვინდა, ვიხილოთ ეს რეგიონი, როგორც თავისუფალი განვითარების რეგიონი. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ გაუგებრობის ფონზე, რომელიც რეგიონშია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები, ანექსირებულია ყირიმი, რთულია ვითარება უკრაინაში, რუსეთი იბრძვის, რომ გაიმყაროს პოზიციები სირიაში, სადაც პირდაპირ მუშაობს ასადის რეჟიმთან. ალიანსის წინაშე დგას დიდი ამოცანა, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების თვალსაზრისით“,- თქვა ალიმ.

მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის არაჩვეულებრივი მაგალითია.

„ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გარანტი. ვიცით, რამდენად მონდომებულია საქართველო, რომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატომ, ევროკავშირმა და საქართველომ ერთად უნდა იზრუნონ, რომ შეინარჩუნონ ეს დინამიკა.

ჩვენ აღვნიშნავთ 10 წლის თანამშრომლობას და საპარლამენტო თანამშრომლობა გახდა ურთიერთობის მთავარი ნაწილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რომ გავაღრმაოთ ეს ინტეგრაცია. 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ნატომ მტკიცედ და ოპერატიულად განახორციელა რეაგირება და შესაბამისად ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა.

2018 წელი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როცა აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე. სამ წელიწადში, მაშინ ახალგაზრდა რესპუბლიკამ, საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა 1921 წელს წითელმა არმიამ გაანადგურა ევროპული პერსპექტივები“,- აღნიშნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.

ბათუმში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ გაიხსნა. სემინარი 25 აპრილს დასრულდება.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი