უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ივლისი, 2017 16:50
font-size

ერთად დავამარცხოთ არსებული ხელისუფლება - გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„დღეს, ჩვენი ქვეყანა იქცა ერთ დიდ ჭაობად. სახელმწიფო სტრუქტურებში გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი. ქვეყანა დარჩენილია უპატრონოდ. მაღალჩინოსნებს ნაცვლად ქვეყანაზე და ხალხის გასაჭირზე ზრუნვისა, აქვთ მხოლოდ ერთი საზრუნავი, მოასწრონ რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა და მოიწყონ პირადი კომფორტი სანამ არიან თანამდებობებზე.

„ ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას წაართვა ის უკანასკნელი, რასაც იმედი და მოლოდინი ჰქვია. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილი რუსული პროპაგანდა და ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან დაუფარავი აგრესია. ჰიბრიდული ომი, და სამწუხაროდ „ქართული ოცნებისგან“ წახალისებული ფსევდო- პატრიოტული ძალების არსებობა.

მიგვაჩნია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის, გამეფებული კორუფციის, ნეპოტიზმის და უმოქმედობის წინააღმდეგ გამოსავალი არის ერთიანი ძალებით ბიძინა ივანიშვილთან და მის მარიონეტულ მთვარობასთან დაპირისპირება. გაერთიანება ღირებულელების და იდეის გარშემო, და არა კონკრეტული პიროვნებების ირგვლივ.

“ქართული ოცნების“ საზრუნავი, გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, ადვილად მიღწევადია, დახლეჩილი და დანაწევრებული პოლიტიკური პარტიების პირობებში. მმართველ გუნდს სურს, რომ ოპოზიციური პარტიები ვერასოდეს გაერთიანდნენ.

არსებული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა. მეორე, მესამე და შემდგომი ადგილებისათვის ბრძოლა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ყოველგვარ აზრს მოკლებულია. სწორედ ამიტომ ვიწყებთ დიალოგს პოლიტიკურ ძალებთან რათა შევცვალოთ ხელისუფელბა, რომელი ეროვნული ინტერესებს უგულვებელყოფს.

მოვუწოდებ ყველას, პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიას გაერთიანებისკენ, რათა ერთად დავამარცხოთ არსებული ხელისუფლება. ჩვენ უნდა შევიმუუშვოთ ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგია, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისა და სწრაფი განვითარების სამოქედო გეგმა და საერთო ძალებით ამოვაშროთ ის ჭაობა, რომელში ჩალპობასაც გვიპირებს „ქართული ოცნება“. „- განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი