პოლიტიკა


ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში - გიორგი კვირიკაშვილი
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოსთვის დასახული სამოქმედო გეგმის ყველა მიმართულებაში პოზიტიური შედეგი გვაქვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
კვირიკაშვილმა ბრიუსელში გამართული ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი.
“მინდა, მოკლედ გითხრათ ბრიუსელში ჩვენი ვიზიტის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ წელიწადში ერთხელ ჩვენ ვმართავთ ასოცირების საბჭოს სხდომას ბრიუსელში, სადაც ვიხილავთ სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგებს. საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განსახორციელებელ რეფორმებს, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული რეფორმების შედეგებს, ვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის გადადგმულ და განსახორციელებელ ნაბიჯებს, ასევე უსაფრთხოების სისტემას რეგიონში. გვქონდა ძალიან ხანგრძლივი, საგნობრივი განხილვა. ევროკაშირის შეფასებით, ყველა მიმართულებით, რაც გვქონდა დასახული სამოქმედო გეგმის სახით, გვაქვს პოზიტიური შედეგი - ეს არის ევროკავშირის შეფასება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად მიყვება იმ გეგმას, რომელიც საქართველოში, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მოიტანს გაცილებით უფრო მაღალი ცხოვრების სტანდარტს, მეტ ინტერაქციას ევროპასთან და მოიტანს უსაფრთხოების გაცილებით მაღალ დონეს. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შეხვედრებზე დაისახა სამომავლო გეგმები, რომელიც ძალიან ამბიციურია.
“ჩვენ დავსახეთ ასევე სამომავლო გეგმები, რომელიც მნიშვნელოვნად ცდება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ გეგმებს, არის გაცილებით ამბიციური და ამასაც ევროკავშირი ძალიან დადებითად ხვდება, რომ ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ამბიციურ დატვირთულ გეგმას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა
14 დეკემბერი, 2019 , 14:00

მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი
14 დეკემბერი, 2019 , 12:55

გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
14 დეკემბერი, 2019 , 12:15

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია
13 დეკემბერი, 2019 , 18:00
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05