პოლიტიკა
ეს ადამიანების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა - ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ მოქალაქეზე
რუსი სამხედროების მიერ სოფელ ფლავისმანთან ადგილობრივი მცხოვრების, თამაზ ილურიძის გატაცებას გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მინისტრმა საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლი გათავისუფლება მოითხოვა.
მისი თქმით, ფაქტის გაგებისთანავე ამოქმედდა ცხელი ხაზი.
„გუშინ, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი, ამოქმედდა ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თამაზ ილურიძე გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ, რასაც ასევე ველოდები, ბუნებრივია. შეფასების თვალსაზრისით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ, სამწუხაროდ, ეს არის მორიგი გამოვლინება იმ პოლიტიკისა, რომელიც არის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული უკვე წლების განმავლობაში, როდესაც ისინი იმყოფებიან საკუთარ კარმიდამოში, ამ შემთხვევაში, საკუთარ საძოვარზე და ხდება ადამიანების სრულიად უკანონოდ დაკავება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი თავისი კონტროლქვეშ მოქცეული ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული.
„ეს რეჟიმი, შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, მართულხლართები, ასევე მოქმედებს იმ ოსი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ გადაადგილება დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე და არ ეძლევათ ამის საშუალება.
გასულ წელს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ სამჯერ მეტი ადამიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არ გადმოუშვეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვიდრე პირიქით“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
48 წლის თამაზ ილურიძე თანასოფლელთან, გელა გიუნაშვილთან ერთად გორის რაიონის სოფელი ფლავისმანის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა. რუსმა სამხედროებმა ორივე დააკავეს, თუმცა გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა.
საკვანძო სიტყვები:
ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა
20 ნოემბერი, 2025 , 16:07
შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“
20 ნოემბერი, 2025 , 15:26
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი
20 ნოემბერი, 2025 , 13:06
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:50
დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 10:41
რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:22

