უკან

პოლიტიკა

30 იანვარი, 2026 13:16
font-size

ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი

ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა. ეს ადამიანები ზიზღს აფრქვევენ უნივერსიტეტის პროფესორების, რექტორებისა და პროფესორების მიმართ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების თაობაზე გუშინ გამართულ აქციას.

„ჩვენ ვნახეთ ის ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები, რომლებსაც როგორც წესი, ამ დროს თავისი ემოციური კრიზისები ეწყებათ ხოლმე და ყოველ ასეთ საკითხს საბაბად იყენებენ, რომ ზიზღისგან დაიცალონ, გუშინაც ეს ვიხილეთ- ზიზღის და სიძულვილის მთელი კასკადი, რომელიც ამ ადამიანებისგან მოედინება. ამ ადამიანებს ჩვენ ვერაფერს ვუშველით. ე ს ადამიანები საკუთარი ემოციური დაზიანების „ბაბლში“ არიან ჩაკეტილი. მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება, ყველანაირ საკითხზე . ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა. ამ რადიკალების ჯგუფს რომ შეხედო, თითქოს, ამბობენ, რომ თსუ-სა და სტუ-ს დაცვა გვინდაო, მაგრამ იმავე აბზაცში ზიზღს აფრქვევენ უნივერსიტეტის პროფესორების, რექტორებისა და პროფესორების მიმართ. ზიზღს ავლენენ ორივე უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ და ამბობენ: „თქვენ ჩვენთან არ იყავით ხომ აქციებზე? ახია თქვენზე, ასე მოგივათ, თქვენ საზიზღრებო“. ეზიზღებათ სტუდენტებიც, პროფესორებიც და ეს მათთვის საბაბია კიდევ ერთი სიძულვილის დღის მონიშვნის, რომ შემდე ანგარიში გააგზავნონ საზღვარგარეთ და უთხრან - „ძვირფასო დამფინანსებლებო, დღეს ორჯერ შევაგინე, 3-ჯერ შევაზიზღე და 15-ჯერ სიძულვილი გამოვხატე. გთხოვთ, ჩარიცხოთ შემდეგი ტრანში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმა ასეც დაანონსდა, რომ ეს იქნება საქართველოს განათლების სისტემის ისტორიული რეფორმა, რომელიც თვისებრივად შეცვლის სასკოლო და უმაღლეს განათლებას საქართველოში. იმაზე კი არ ექნებათ საფიქრელი ჩვენს ახალგაზრდებს, რომ საზღვარგარეთ წავიდეს და როგორმე სხვაგან ისწავლოს, არამედ ადგილზე, საკუთარ საზოგადოებაში მათთვის ნაცნობ სოციალურ გარემოში ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სასკოლო და უმაღლესი განათლება. ეს არის ის მიზანი, რომელიც ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩევლებს, მოქალაქეებს და ამას აუცილებლად მივაღწევთ. სწორედ ამ მასშტაბების შესაბამისი არის ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გახმოვანდა განათლების მინისტრის მხრიდან თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებასთან დაკავშირებით. მინდა ორივე უნივერსიტეტის თითოეულ პროფესორს და სტუდენტს ჩემი პატივისცემა დავუდასტურო. ყველას, ვისაც შეიძლება ჰქონდეს გულწრფელი კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, თითოეულ კითხვას პასუხი გაეცემა. ხედავთ, რომ განათლების მინისტრი ამ მხრივ აქტიური არის სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრის მხრივ, პრემიერ-მინისტრი პირადად არის ჩართული და ყველა კითხვას, თუკი რამე არსებობს, პასუხი გაეცემა. მისი თქმით, ამ საკითხზე ღრმად არაკომპეტენტური მსჯელობაა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც რომ გკითხო, თითქოს ამ სფეროში განათლება აქვთ მიღებული. „თავი კიტრად მოაქვთ და თავი ექსპერტები ჰგონიათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არავისთვის მთავარი ამოცანა შენობების გაყიდვა ან გასხვისება არ არის, არამედ მთავარი არსი არის ხარისხიანი განათლება“.

„ვინც კეთილსინდისიერად დაფიქრდება, ყველა მიხვდება, რომ ეს მხოლოდ სასარგებლო არის ორივე უნივერსიტეტისთვის იმიტომ,რომ ჩვენ ამით გვექნება უმაღლესი დონის განათლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან განმარტა, „სტუდენტებისთვის არაფერი იცვლება იმ მხრივ, რომ იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები და ეს ყველასთვის იქნება განსაკუთრებით ხაზგასასმელი“.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების შეფასებით, ხელისუფლება დაანონსებული განათლების რეფორმით განათლების სისტემას აზიანებს.

საკვანძო სიტყვები:

გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი

30 იანვარი, 2026 , 19:12

საუბრები გრძელდება სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე , - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგ

ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი

30 იანვარი, 2026 , 14:00

ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს ი

საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი

30 იანვარი, 2026 , 13:05

გრანტების საკითხში მთავარი პრინციპია, რომ საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ. ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი, – ამის შესახებ ს

მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი

30 იანვარი, 2026 , 12:22

მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რ

„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი

30 იანვარი, 2026 , 12:11

არაა აუცილებელი თავისუფლება ერთბაშად წაგართვან, მას რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს - „შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებ

დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში - ლევან ჟორჟოლიანი

30 იანვარი, 2026 , 09:12

ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმოებელს ქსელის მიერ უ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი