უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
პოლიტიკა
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
გრანტების საკითხში მთავარი პრინციპია, რომ საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ. ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იგივეა, სხვის ოჯახში ფეხით კარი შეაღო და დაიწყო ავეჯის გადაადგილებაზე საუბარი.
„ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე ვის ეკითხება აქ პოლიტიკის დაფინანსება? ჰკითხონ ქართველ ხალხს, არის თუ არა ეს მისთვის სასიკეთო თუ არა? არასასიკეთო საკითხები რომ ფინანსდება, ამის კარგი მაგალითია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის კამპანია. ევროკავშირი ფულს რომ დახარჯავს ადამიანის ცოცხლად დაწვაში და კარგ საქციელად გამოაცხადოს, ამის რეკლამირება მოახდინოს, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, საქართველოსთვის სასიკეთოდ იქნება რამე გაკეთებული?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ უცხოური დაფინანსება და გრანტები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, პოლიტიკური გავლენების ბერკეტების შესაქმნელად.
„ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, მათ შორის, ის სისტემა ამხილა, რომელიც ამერიკაში მანამდე არსებობდა – უცხოური დაფინანსება და გრანტები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, პოლიტიკური გავლენების ბერკეტების შესაქმნელად. ამიტომ დახურეს „იუესეიდი“, შეაჩერეს უცხოური დაფინანსება, შეწყვიტეს „რადიო თავისუფლების“ პროპაგანდის დაფინანსება, შეწყვიტეს „ამერიკის ხმის“ დაფინანსება. აღიარებულია, რომ ეს ფული, მათ შორის, იხარჯებოდა პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად ქართველ ხალხზე, საზოგადოებაზე თუ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ მოცემულობას თუ მივიღებთ, რომ ეს ორგანიზაციები გამოიყენება პოლიტიკური გავლენების მოსაპოვებლად, მათი დამფინანსებლების გავლენების გასატარებლად, უნდა უზრუნველყოთ, რომ არ იყოს მბრუნავი კარის პრინციპი, როდესაც ხან „ენჯეოში“ არიან, შემდეგ პარტიები ხდებიან და ცდილობენ, ხელისუფლებაში მოიყვანონ. შემდეგ აიღონ ე.წ. გაგრილების პერიოდი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს. მაგალითად, როდესაც პოლიტიკაში ან საჯარო სექტორში არის ადამიანი დასაქმებული, მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში რომ დაიწყოს მუშაობა, სჭირდება, თუ არ ვცდები, ორწლიანი პაუზა. ე.წ. გაგრილების პერიოდია, როდესაც არის რისკი, ახალ პოზიციაზე წინა სამსახურის ინტერესების გატარებას ჰქონდეს ადგილი. ამის ყველაზე კარგი მაგალითია სერგი კაპანაძე. ადამიანი, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წამების რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი. მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში დამარცხდა, გადაკეთდა „ენჯეოდ“, მას წარმოგვიდგენდნენ სამოქალაქო საზოგადოებად, ჰყავდათ ჩართული ყველაფერში, დააყარეს მილიონები. იქ, სადაც იყო ხელისუფლება და ოპოზიცია, სერგი კაპანაძეს სვამდნენ, როგორც ვითომ ნეიტრალურ ადამიანს. არადა, საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიდნენ. 2016-ში კვლავ პოლიტიკაში მობრუნდა, გახდა პარლამენტის წევრი და პოლიტიკოსი. 2020-ში ისევ გადაბარგდა ენჯეოსექტორში და კვლავ გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავად არასდროს ყოფილა ენჯეოსექტორში.
„„ენჯეოში“ მე არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა „ენჯეოში“. ფაქტია, ხდება გრანტის ფულის გამოყენება საქართველოზე მავნე ზემოქმედებისთვის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ, 2022 წლის ივნისში „ენჯეოები“ როგორ დააყენეს პარლამენტის წინ და ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას. გახსოვთ, მაშინ რა მოითხოვეს „ენჯეოებმა?“ პარლამენტმა გადააყენოს მთავრობა და შეიქმნას მთავრობა, სადაც 1/3 იქნება ხელისუფლება, 1/3 ოპოზიცია და 1/3 „ენჯეოები““, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11
დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში - ლევან ჟორჟოლიანი
30 იანვარი, 2026 , 09:12


