უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საუბრობდა ევროკომისარი კოსი, რომ ეძებენ გზებს, კანონის გვერდის ავლით როგორ მიაწოდონ თანხები მათ „ენჯეოებს“. ეს არის ზუსტად ის გზები, რასაც ეძებენ, ზოგი ნაპოვნი ჰქონდათ, ზოგ ახალ სქემებს კი, ალაგებენ. ხაზგასმით ვიტყვი, ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობისა. ეს არის დღეს ფაქტი. ვხედავთ, როგორ არიან ამაში ჩართული ევროპის სხვადასხვა სტრუქტურები და როგორ ხდება ამ ყველაფრის ხელშეწყობა. ერთ-ერთ ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის. ყალბი „ენჯეოები“ რეგისტრირდებიან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან. ამ ყალბი „ენჯეოების“ დანიშნულება არის, იყვნენ ფულის გამტარი საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას მანდატი იმისთვის მისცა, რომ დაერეგულირებინა ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის შემოდინების საკითხი.
„ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა მანდატი, რომ მოგვეწესრიგებინა, დაგვერეგულირებინა საქართველოში უცხოური ფულის შემოდინების საკითხი პოლიტიკაში. ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის კანონს და თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება. მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობას, იქნება ეს რუსული ფული, გერმანული, ფრანგული, ესტონური, ჰოლანდიური, თუ ევროკავშირული. არცერთ უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ეს არის ზუსტად, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს და ძირს უთხრის მათ შორის ევროკავშირის რეპუტაციას.
მარტივი წესი არსებობს გრანტების კანონით – თუ გინდა უცხო სახელმწიფოს ან ორგანიზაციას, საქართველოში ფული დახარჯო ისეთ საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, კეთილი ინებე და ქართველ ხალხს ჰკითხე. ბრიუსელის ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხი და არ აპირებენ, ჰკითხონ ქართველ ხალხს, რაში დახარჯონ ფული. ეს ქვეყანა მიაჩნიათ დაქვემდებარებულ, მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, რომელშიც უნდა შემოვიდნენ და მისიონერებივით აქ ძალად თავს უნდა მოგვახვიონ თავიანთი აზრები და ფული ისე უნდა ხარჯონ საქართველოში. ამის გამოძახილი იყო სწორად დაიცინირებული კანონპროექტები. ვხედავთ გვერდის ავლის სქემებს, თაღლითურ სქემებს, რაც თავისთავად უკვე გულისხმობს, რომ არის მავნე განზრახვები საქართველოსთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ რაღაც დასამალი აქვთ და ფარულად მოქმედებენ და ამისთვის კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ შესაბამისი რეგულაციებით, ყველამ კეთილი ინებოს და ქართველ ხალხს სთხოვოს ამ ფულის თანხმობაზე.
რაც შეეხება ამ სქემებს, ერთი სქემა იყო მხოლოდ, როცა უცხოეთში რეგისტრირდებიან ყალბი ორგანიზაციები როგორც ფულის გამტარი ორგანიზაციები. აქ კითხვები ისმის, ხომ არ ხდებოდა ფულის გათეთრება, გადასახადების დამალვა, შავი ფულის ტრიალი. ეს ყველაფერი, როცა თაღლითურ სქემებს აწყობ და ამხელა ენერგიას დებ, რა თქმა უნდა, ეს კითხვები წარმოიშვება. მეორე სქემა გახლავთ თავად უცხოური. ამ შემთხვევაში, არა ყალბი, არამედ ნამდვილი უცხოური ორგანიზაციების, ფონდების, დონორული ორგანიზაციების საქართველოში არსებული წარმომადგენლობების გამოყენება, რათა მათ პირდაპირ ხარჯონ პოლიტიკური ფული. კერძოდ, იმ გზით, რომ გრანტის ხელშეკრულებებს სხვა სათაურები დაარქვან. რატომღაც ქართველი ხალხი შტერი ჰგონიათ, რომ ამას ვერ ვხვდებით. წარმოუდგენელია, ამას რომ აკეთებენ ევროპული დონორი ორგანიზაციები და რომლებიც ღირებულებებზე საუბრობენ. ღირებულება საერთოდ ესმით, რას ნიშნავს? ჩანს, რომ არ ესმით, რა არის ევროპა, ღირებულება, სამართალი, კანონის უზენაესობა. მათ აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც მზად არიან, წავიდნენ კანონის დარღვევაზე, ქართველი ხალხის უპატივცემულობაზე, ოღონდ საკუთარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ და მიზანი არის, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მათი მარიონეტების დასმა ხელისუფლებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11
დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში - ლევან ჟორჟოლიანი
30 იანვარი, 2026 , 09:12


