უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აპრილი, 2024 12:28
font-size

ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა

ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - თითქოს ვინმე გვაიძულებს კანონი არ მივიღოთ, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

„ჩვენი პარტნიორები ნათლად განმარტავენ, რომ ეს კანონი არ არის თავსებადი დასავლურ ღირებულებებთან, სულ ესაა ყველა განცხადების არსი.

შესაბამისად, მივიღებთ კანონს, მათ აქვთ უფლება გვითხრან, რომ ამ პირობებში "ჩვენ არ გვსურს თქვენთან მეგობრობა და პარტნიორობა", "ჩვენ არ გაგიზიარებთ იმ სიკეთეებს, რომელსაც გაძლევდით". აი. ასეა მარტივად ყველაფერი.

ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი, გააუქმოს ან შეზღუდოს უვიზო მიმოსვლა; შეაჩეროს სხვადასხვა ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტები, გაატაროს მკაცრი პოლიტიკა მიგრანტებთან დაკავშირებით და ა.შ. უფრო მეტ ინსტრუმენტებს ფლობს აშშ. სულ ეს არის და აქ კითხვის დასმა - "რატომ?" სიბრიყვის დემონსტრირებაა. აქ არგუმენტი - საქართველოში რასაც მინდა ვაკეთებ იდიოტიზმია. რადგან არავინ კრძალავს რაც "გვინდა" ის ვაკეთოთ.

ვიმეორებ - ძმაკაცობა, მეგობრობა ორმხრივი აქტია. თუ შენ არ მეძმკაცები, მე რატომ ვარ ვალდებული რაიმე ფორმით გეძმაკაცო და გვერდით გედგე?

ამიტომ, აქ გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი და არა სხვა ვინმე.

მეორე - მთელი ეს პროცესი არის შურისძიება ქართველ ახალგაზრდებზე და ქართველ ხალხზე (!) რომელმაც მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ეს არის შურისძიება თავისუფლებაზე და ეს არის შურისძიება თავისუფალ აზრზე. ეს არის შურისძიების აქტი მიმართული ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ.

მესამე - თუ დასავლეთ გვეუბნება, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, თუ ამასვე გვეუბნება ნატო, ხოლო კონსტიტუციის 78-ე მუხლით ხელისუფლების ვალდებულებაა ამ მისწრაფებების რეალიზება, გამოდის, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ახდენს საკუთარ დელეგიტიმაციას.

ასე მარტივადაა ეს ყველაფერი და ახლა გაქვთ უფლება აირჩიოთ სად გინდათ იყოთ,“- წერს გოჩა მირცხულავა.

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია

30 აპრილი, 2024 , 16:00

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. კალანდარიშვილი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. ასევე, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე

მაია ბითაძე ოპოზიციას: თავი დაანებეთ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ

30 აპრილი, 2024 , 15:47

დღეს ქვეყანა დგას იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, რასაც, ასე ძალიან ცდილობს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ,

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას: სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული

30 აპრილი, 2024 , 15:42

სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული. არანაირი საუნჯე არ გაგაჩნიათ თქვენ სინამდვილეში - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. "რისი გამკეთებლები ხართ, თქვენგან ევრ

ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, იცის, რომ არჩევნებს აგებს - მიხეილ სააკაშვილი

30 აპრილი, 2024 , 14:59

ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, იცის, რომ არჩევნებს აგებს, -ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტ

ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე ყველა აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე

30 აპრილი, 2024 , 12:30

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი, ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდ

ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა - სალომე ზურაბიშვილი

30 აპრილი, 2024 , 12:01

დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტურაში თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი