უკან

პოლიტიკა

30 აპრილი, 2024 12:01
font-size

ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა - სალომე ზურაბიშვილი

დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტურაში თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ამუშავდნენ შავ-ბნელი ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას.

„მივესალმები საქართველოს ჯარს, მის რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებს, ოფიცრებს, გენერლებს. მივესალმები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს მივესალმები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! მივმართავ ჯარს, რომლის მთავარსარდლობას ამაყად ვატარებ. მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდგარს და ჩვენს საიმედო ფარს. დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია, იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში, ემსახურებოდნენ იუნკერები, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უკლებლივ ყველა საქართველოს გუშაგი ემსახურებოდა და რამაც მოგვიყვანა დღემდე.

მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელცდილობენ საზოგადოების გახლეჩვას. მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს. 30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული, ევროპული პერსპექტივა,როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის მანძილზე არა ერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს – ტერორიზმთან ბრძოლას.

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა. ჩვენ, და პირველ რიგში თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა XIX საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას. იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა! ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა, იცის – ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა როცა გვიჭირდა, როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენსგვერდში. სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს – იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებოს და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის, ვინც ქადაგებს ერთობას ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს. მინდა, თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის, მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ! გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს. გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა! მათი ხსოვნა უკვდავია. გაუმარჯოს ყველას, ვინც საუკუნეების მანძილზე იქ იდგა, სადაც თქვენ დღეს დგახართ, ვისაც სწამდა ის, რაც თქვენ დღეს გწამთ და ვინც დაიცავს ხვალინდელ ძლიერ, ერთიან, ევროპულ საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს! გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

16 მაისი, 2024 , 19:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ლევან ხაბეიშვილი

16 მაისი, 2024 , 18:05

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი

სრულად ვუჭერ მხარს ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას - შარლ მიშელი

16 მაისი, 2024 , 14:11

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შემდეგ პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. სა

კახა კალაძემ ახალგაზრდებს მიმართა: არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი

16 მაისი, 2024 , 12:32

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მიმართა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და არავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

16 მაისი, 2024 , 12:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები, მხარდაჭერა და არა ფარისევლობა, ძირის გამოთხრა, ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ ჩრდილოეთიდან - შალვა პაპუაშვილი

16 მაისი, 2024 , 11:40

ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალ გამოწვევებთან გამკლავება საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი