უახლესი ამბები
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
- 30.09.2025 09:44სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
- 30.09.2025 09:23დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი
- 30.09.2025 08:44ანონსი - 30 სექტემბერი
- 30.09.2025 08:03დღის კალენდარი - 30 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


ეს ჭირვეული პატარა გოგოს საქციელი იყო და გენდერი არ მიგულისხმია - გია ვოლსკი სალომე სამადაშვილზე
დეპუტატმა გია ვოლსკიმ მისი კოლეგის, პარლამენტარ სალომე სამადაშვილის საქციელი „გაუწონასწორებელი, პატარა გოგონების“ ქცევას შეადარა. ასე, პირველ არხთან საუბრისას ვოლსკი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ სამადაშვილმა მას გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივლა.
დეპუტატის თქმით, სამადაშვილისადმი მიმართვის დროს მას გენდერი არ უგულისხმია.
„როცა კოლეგა ლაპარაკობს და მას საუბარს მაღალ რეესტრში ყვირილით აწყვეტინებ, ეს ის საქციელია, რომელიც გაუწონასწორებელ, პატარა გოგონებს ახასიათებთ. ეს გენდერული საკითხი არ არის. გენდერი საერთოდ არ მიგულისხმია, მისი საქციელი ვიგულისხმე, რაც გათამამებული პატარა ბავშვის საქციელია. ასე ჩემი შვილიშვილი იქცევა ხოლმე. ჩემს ჭირვეულ შვილიშვილს თავი რომ დავანებოთ, ეს ჭირვეული პატარა გოგოს საქციელი იყო და გენდერი არ მიგულისხმია“, - თქვა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს 2018 წლის ბიუჯეტის განხილვაზე გია ვოლსკისა და სალომე სამადაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.
თავდაპირველად სამადაშვილმა კითხვები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს დაუსვა ქვეყნის თავდაცვისუნარინობის გაძლიერების სავარაუდო პერსპექტივის შესახებ, კერძოდ, როგორ აისახება ეს ბიუჯეტზე. ასევე დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა, რომ კრიზისის დროს საქართველომ რუსეთს დახმარება სთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყნის მთავარ საგარეო საფრთხეს წარმოადგენს
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის პასუხების შემდეგ სიტყვით გამოვიდა გია ვოლსკი, რის შემდეგაც მას სამადაშვილთან კამათი მოუვიდა.
„რა გაყვირებს, გოგო?“, -უთხრა ვოლსკიმ სამადაშვილს, რის გამოც ენმ-ის წევრმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა შეძახილით „გოგოთი მიმართეთ სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს!“.
ანა მებურიშვილი
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი
29 სექტემბერი, 2025 , 16:34

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
29 სექტემბერი, 2025 , 10:46
ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის - სალომე ზურაბიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 09:35