არქივი
პოლიტიკა
ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი - ეკონომიკის მინისტრი
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა, რომ ხალხი ამაზე იმიტომ რეაგირებს, რომ უჭირს.
მინისტრის მტკიცებით, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არაა.
„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი.
ეს ყველაფერი ამოწოვილია და ეს არა მარტო იმისთვის კეთდება, რომ არჩევნებია. ამის ძირითადი საფუძვლები ფუნდამენტური პრობლემა არის - ჩვენი ხალხის გასაჭირი. ამიტომ, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა. ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ასეთი ტიპის ვითომ კრიზისები რომ გავასწოროთ, ამის ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.
აბა, გადახედეთ, ესეთი რაღაცები ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია - არა, იმიტომ რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცეებს არ გამოეკიდება“, -თქვა ქობულიამ.