უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ნოემბერი, 2017 13:15
font-size

ეს ფაქტი ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს - რამ გაანაწყენა ედუარდ შევადრნაძის შვილიშვილები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩს მიმართავენ ევროპის მოედანზე, დარეჯანის სასახლესთან ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნასთან დაკავშირებული გამოფენის გამო.

მათი შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ ესქპოზიციაში არ იყო წარმოდგენილი ედუარდ შევარდნაძის ფოტო. მეორე პრეზიდენტის შვილიშვილების შეფასებით, მოხდა ედუარდ შევარდნაძის მიერ შეტანილი წვლილის იგნორირება.

აღნიშნული წერილი მათ პირველ არხს გაუგზავნეს.

„თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ფაიჩი, გვინდა, ჩვენი ღრმა გულისტკივილი გამოვხატოთ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ ექსპოზიციაზე, ისტორიულ ფოტოებს შორის, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა. ეს ფაქტი როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის „ანომალიური“, ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის.

თქვენო აღმატებულებავ, ახლა კი გვსურს, თავს მივცეთ უფლება, შეგახსენოთ რამდენიმე ისტორიული, ქრონოლოგიურად დალაგებული ფაქტი:

1985 წლის ივლისი – უშიშროებისა და თანამშრომლობის დასკვნითი დოკუმენტის, „ჰელსინკის აქტის“ ხელმოწერით მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა (ჰანს-დიტრიხ გენშერის და შევარდნაძის პირველი შეხვედრა).

1986 წლის 21 ივლისი, მოსკოვი – ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტი მოსკოვში.

1988 წლის იანვარი – სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის შევარდნაძის ვიზიტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

1988 წლის 12-15 ივნისი – მიხეილ გორბაჩოვისა და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიაში.

1989 წლის 2-3 დეკემბერი, კუნძული მალტა – ჯორჯ ბუშის ინიციატივით, გორბაჩოვისა და ბუშის შეხვედრა; შეხვედრის მთავარი თემა – გერმანიის გაერთიანება.

1989 წლის 12 ივნისს მიხეილ გორბაჩოვისა და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

ედუარდ შევარდნაძემ ბატონ გენშერთან საუბრისას განაცხადა: „ალბათ, ძალიან მალე, დიდი საუბარი გვექნება კონტინენტის მომავლის შესახებ“ და „როდესაც საამისოდ დრო მომწიფდება, ბერლინის კედელიც დაინგრევა“.

1989 წლის 9 ნოემბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარი გაიხსნა და გერმანია ფორმალურად გაერთიანდა.

1989 წლის 12 თებერვალი, კანადა, ოტავა, „ღია ცის“ კონფერენცია, რომლის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი საბჭოთა კავშირი იყო. კონფერენციაზე გერმანიის გაერთიანების იდეამ საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე რეალური კონტურები შეიძინა.

„დიდი ოთხეული“ (აშშ, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეთანხმდა ფორმულაზე „ორს პლიუს ოთხი“- გერმანიიდან იქნებოდა ორი დელეგაცია, ერთი დასავლეთ გერმანიიდან და მეორე აღმოსავლეთ გერმანიიდან. „ორს პლიუს ოთხი“-ის მოლაპარაკებები: ბონში, ბერლინში, პარიზში, მოსკოვში.

1990 წლის 23 მაისს ჟენევაში შედგა გენშერისა და შევარდნაძის შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ გაერთიანების პროცესმა თავისი შეუქცევადი დინამიკა შეიძინა.

1990 წლის 15-16 ივლისს საბჭოთა კავშირში, სტავროპოლის ოლქში – არხისში, შედგა გორბაჩოვის, კოლის, გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა -დღის წესრიგი: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა.

1990 წლის 12 სექტემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ორს პლიუს ერთი“. ხოლო მეორე დღეს, 13 სექტემბერს შევარდნაძემ და გენშერმა, უკვე ამ თანხმობის პარაფირებას მოაწერეს ხელი. მოგვიანებით კი გორბაჩოვმა და კოლმა საბოლოოდ დაადასტურეს „ხელშეკრულება კეთილმეზობლობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“.

ეს მხოლოდ რამდენიმე მშრალი ფაქტის კონსტატირებაა, რაც ნამდვილად არ ასახავს სრულად, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის, პირად წვლილსა და დამოკიდებულებას გერმანიასა და გერმანელების მიმართ. არ აისახება მის უდიდესი პატივისცემა გერმანელ თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან მიმართებით. აქ არ ჩანს მისი უდიდეს პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც მან თავისი ცხოვრების გზაზე იტვირთა იმ იმედით, რომ გერმანია ერთიანდებოდა ევროპისა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ. მოგეხსენებათ, ბერლინის კედლის 19 ნატეხიდან ერთ-ერთი წარწერით „Danke, Eduard“ მის სახლ-მუზეუმში ინახება. ამ ნატეხმა მსოფლიოს ის მრავალი გამოფენა შემოიარა, რომელიც გერმანიის გაერთიანებას ეძღვნებოდა. თუმცა, რატომღაც ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ვერ გამოენახა ადგილი იმ გამოფენაზე, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდა.

ის, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნა საქართველოში მოხდა, არ არის შემთხვევითი. ქალბატონო ელჩო, თქვენ, ეს გამოფენა იმიტომ გახსენით საქართველოში და არა სხვა ქვეყანაში, რომ აქ ედუარდ შევარდნაძის ისტორიული სამშობლოა. ჰანს-დიტრიხ გენშერისა და ედუარდ შევარდნაძის პარტნიორობა და მეგობრობა ქართველი და გერმანელი ხალხების ურთიერთობისა და თანამშრომლობის საფუძველი გახდა. სწორედ გენშერი იყო ის პირველი დასავლელი პოლიტიკოსი,რომელიც საქართველოს ეწვია და გერმანიის სახელით საქართველოს პირველმა მიულოცა დამოუკიდებლობა. გენშერი იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების ცერემონიალზე ჩამოვიდა და თვითონაც უკვე დაუძლურებულმა უკანასკნელი პატივი მიაგო ჩვენი ბაბუის ხსოვნას, მის დამსახურებას გერმანელი ხალხის წინაშე.

სულ რაღაც ექვს თვეში ჰანს-დიტრიხ გენშერიც გარდაიცვალა. მასთან ოფიციალური გამომშვიდობებისას გერმანიის ბუნდესტაგში, ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, არა ერთხელ გაჟღერდა ედუარდ შევარდნაძის სახელიც, კაცის, რომელმაც, ჰანს-დიტრიხ გენშერთანერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა ახალი გერმანიისა და შესაბამისად – ახალი ევროპის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

თქვენო აღმატებულებავ, გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებულ იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხისა და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა, თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმადმეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება!

პატივისცემით, თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე
სოფიო შევარდნაძე
მარიამ შევარდნაძე
ლაშა შევარდნაძე
ნანული შევარდნაძე“, – წერია ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების მიმართვაში.

ბერლინის კედლის ფრაგმენტი თბილისის ევროპის მოედანზე 9 ნოემბერს, მისი დანგრევის 28-ე წლისთავზე დაიდგა. ის 2017 წლის 16 ივნისს გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საჩუქრად გადაეცა, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო.

ბერლინის კედლის დადგმასთან დაკავშირებულ ფოტოგამოფენაზე გიორგი კვირიკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ იქ არ მოხვდა ედუარდ შევარდნაძის ფოტო.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი