უკან
კონფლიქტის ზონა
22 მაისი, 2018 11:20
ეს გახლავთ მორიგი დაკავება, რომელიც 10 წლის განმავლობაში იქცა მძიმე პრაქტიკად - ქეთევან ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე
15 მაისს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ქუთაისის მკვიდრი ალექსანდრე ნაცვლიშვილი ამ დრომდე გალში იმყოფება.
სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს მის გასათავისუფლებლად და უკვე ამუშავებულია ცხელი ხაზი. საქმის კურსში არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
„მიმდინარეობს კომუნიკაცია მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისათვის. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ გახლავთ ის მორიგი დაკავება, რაც 2008 წლიდან დაიწყო და 10 წლის განმავლობაში იქცა მძიმე პრაქტიკად.
მე მქონდა შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარესთანაც, სადაც ზოგადად მიმოვიხილეთ არსებული მდგომარეობა“, -თქვა ციხელაშვილმა.