უკან

კომენტარი

31 აგვისტო, 2017 11:30
font-size

ეს ყველაფერი კარგად გათვლილი მავნებლობაა - სალომე ზურაბიშვილი

კმარა!!!! უკვე ყველა განზომილებას ცდება ეს "ხანძარომანია" ... ალბათობა, რომ ეს იყოს ხელოვნური და გეგმიური მავნებლობა იზრდება ყოველდღიურად, - ამის შესახებ წერს საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

„მესმის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მტკიცებულების გარეშე და ვარაუდებით ვერ ისაუბრებენ.

მესმის, რომ პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, ყველას შეუძლია საკუთარი და მისთვის დამაკმაყოფილებელი ვერსია ჰქონდეს.

მაგრამ არსებობს კიდევ ლოგიკა და აზროვნება :

თუ კი ეს რუსეთია, ცოტა არ იყოს ალოგიკურია რომ არ მიუმართავს მისთვის სტრატეგიულად უფრო ხელმისაწვდომ და ბევრად ეფექტურ ხერხს : ანუ ენერგეტიკულ საბოტაჟს ( მილსადენები, ჰესები, მაღალძაბვიანი დენის მავთულები და ასე შემდეგ) იმის მაგივრად რომ ქვეყნის ყველა კუთხეში გაეგზავნა თავისი " აგენტები", ისე რომ არავის შეემჩნია! ეს ვერსია ასვე ბადებს ერთ მთავარ კითხვას: თუ კი ოცნება პრო რუსული ხელისუფლებაა როგორც ამტკიცებენ სწორედ ამ ვერსიის მომხრეები, რაღა მაინდამაინც რუსეთმა ამ მთავრობის დესტაბილიზაციაზე გადაწყვიტა ემუშავა წინასაარჩევნოდ????

თუ კი როგორც ზოგი ამტკიცებს ეს თავად ოცნების ნამოქმედარია და კერძოდ ბიძინა ივანიშვილის მოწყიბილია ( ხომ ამტკიცებდნენ რომ ბაზრობებს ანადგურებდა კარეფურების ასაშენებლად!!!) გაუგებარია რა უნდა იყოს ზოგადი მიზანი ასეთი დესტრუქციულ სტრატეგიისა : წინასაარჩევნოდ დაძაბულობის შემოტანა და საკუთარ რესურსების მაქსიმალურად ამოწურვა???? ხალხში ღელვა დანეგატიური განწყობის დათესვა ???!!

სხვა გარე ძალების (ეგრეთწოდებული ტერორისტული კვალი) ხელწერას არ ატარებს ჩვენთან ორგანიზებული საბოტაჟი.

ანუ ლოგიკური ანალიზს მივყევართ შიდა ორგანიზატორებისკენ ! ეს ყველაფერი კარგად გათვლილი მავნებლობაა, რომელიც აზარალებს ყველაზე წარმატებულ ეკონომიკურ სექტორს- ანუ ტურიზმს, რომელიც ამავდროულად ინიციატორების მოსაზრებით ალბათ უნდა ხაზს უსვამდეს ხელისუფლების ეგრეთწოდებულ "უნიათობას" , რომელიც კარზე მომდგარ არჩევნებს უქმნის დესტაბილიზაციის ფონს ...

ამის ორგანიზება შეუძლია მხოლოდ ძალიან შეკრულ გუნდს, რიმელსაც ქვეყნის ბედი ნაკლებად ადარდებს ვიდრე საკუთარი, რომელსაც არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების ნოლი შანსი გააჩნია, რომელთა შორის სქიზოფრენიკი, მანიაკი მავნებლები და წვალებლები არსებობდნენ და არც არსად წასულან .... დანარჩენი თქვენ იცით ჩემზე კარგად !

რამდენად შეძლებენ სამართალდამცავი ორგანოები კრიმინალურ დანაშაულის გამოძიებას და პასუხისგებლობის დადგენას ეს დღეს მთავარი საკითხია... თორემ განაჩენი გამოტანილია ! ქვეყნის მიმართ ეს არის უმძიმესი დანაშაული, მისი ულამაზეს ბუნების განადგურება სხვა ფორმით იგივე ტერიტორიების დაკარგვაა!

ასეთი რამეს ჩადენა მხოლოდ რევოლუციონერ იდეოლოგებს შეუძლიათ, რამეთუ მათ მიაჩნიათ რომ მიზანი საშუალებებს ამართლებს !“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი