უკან

საზოგადოება

30 სექტემბერი, 2020 00:37
font-size

ეს ორგანიზებული თავდასხმა იყო, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღანელობდა - გიორგი მუმლაძე

სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ეკა კვესიტაძის გადაცემაში "ღამის მთავარი" სრულად იხსნებს.

მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.

„საარჩევნო საოლქო კომისიაში დილიდან იყო დაძაბუობა, ჩვენ „სამოქალაქო პლატფორმა“ ჩამოვედით აქ სადამკვირვებლო პროცესის მისიის განსახორციელებლად. მე დავრჩი და პოლიციასთან ველოდებოდი ლაშა ქველაძეს, რომელიც იყო დილის ინციდენტის დაზარალებული პირი, ვაპირებდი სახლში წასვლას და „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან ახლოს, ვნახე ჩემი მეგობრები, რა დროსაც დაიწყო თავგანწირული ყვირილი და დავინახე 40-მდე ადამიანი, რომელიც ამტვრევდა მანქანას, ამოვიღე ტელეფონი, რომ გადამეღო და დავინახე ნაც.მოძრაობის წევრი ქველაძე - უგონო მდგომარეობაში.

დავიწყე სასწრაფოში რეკვა და ხელი შემიშალა საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ , რომელიც უშუალოდ ხელმძღანელობდა ამ თავდასხმას და იგი არის შტაბის უფროსიც მარნეულში.

როდესაც ავიღე ტელეფონი, ისევ გიორგაძე მომმართა რომ „ზედმეტი მოგდისო“ და დამარტყა სახეში," - ამბობს მუმლაძე.

მუმლაძე სატალეფონო ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ საკრებულოს თამჯდომარის ეს ქცევა ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გასულია ცივილიზირებული ჩარჩოებიდან.

"განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები სრულიად დაუცველები არიან, ის რაც მოხდა მარნეულის ცენტრში ეს ამას მოწმობს. ცხრა საათზე, 30-40 კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ურტყავდა ხალხს. ესეთი რამე მხოლოდ ოკუპანტს შეუძლია გააკეთოს, მმართველი გუნდის მხრდან ასეთი რამ ძალიან შემაძრწუნებელია. ყველაფერი გადაიღო შსსმ, მათ შორის ჩემზე ძალადობის კადრებიც და ეხლა თუ ამას არ გამოიძიებს ესეიგი ამ ქვეყანაში ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. როცა მე გივი ქელაძე წამოვიყვანე იმ ადგილიდან, 30 პოლიციელი იდგა იქ - იმ დროს მოხდა ჯეიჰუის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტიც. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა," - აცხადებს გიორგი მუმლაძე.

შეგახსენებთ, მარნეულში დღეს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მთავარი არხის 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს.

იქამდე კი თავს დაესხნენ აქტივისტს - ლაშა ქველაძეს დაახლოებით 10-მდე ადამიანი დაესხა თავს, მან დაზიანებები სახის არეში მიიღო. დამტვრეულია მისი კუთვნილი მანქანაც.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეჰუნ მუჰამედალის თავისა და მუცლის ღრუში დაზიანებები აქვს. ის მარნეულის საავამდყოფოდან თბილისში კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1 მაისი, 2024 , 13:01

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკები

5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ

1 მაისი, 2024 , 12:51

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ. სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თ

აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო

1 მაისი, 2024 , 12:13

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე სამო

თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მინდა, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის - კახა კალაძე

1 მაისი, 2024 , 11:45

მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, აქვს შესაძლებლო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი