უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 დეკემბერი, 2017 17:00
font-size

ეს სტანდარტები წინააღმდეგობაში არცერთ საერთაშორისო პრინციპთან არ მოდის - ეკა ბესელია „მაუწყებლობის კანონზე“

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხება, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

ბესელიას ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე ნახევარი წელი მუშაობდა და იქ იყო ჩართული „გამჭვირვალობის“ წარმომადგენელიც.

უმრავლესობის წევრის მტკიცებით, ახალი რედაქცია არ ეწინააღმდეგება არცერთ საერთაშორისო პრინციპს.

„სამუშაო ჯგუფს რაიმე მოსაზრება, იდეა არ მიუღია. მოგვიანებით, როცა პროცესი დასრულდა, მათგან იდეა მხოლოდ ერთხელ მივიღეთ, რომლის განხილვაც მოხდა. შემდეგ ამ პროცესში ევროპის მაუწყებელთა კავშირი ჩაერთო, რომელთა დასკვნა მხარდამჭერი და უაღრესად კარგია. ბევრი შეხვედრის შემდეგ საკითხების კორექტირება მოხდა და რაც ახლა მეორე მოსმენით მხარდაჭერილია, ამას ევროპის მაუწყებელთა კავშირი პირდაპირ ეთანხმება. ეს სტანდარტები წინააღმდეგობაში არცერთ საერთაშორისო პრინციპთან არ მოდის. უნდა ვისაუბროთ არგუმენტებით და არა სურვილებით. თქვან, კონკრეტულად რომელ საერთაშორისო პრინციპს არ ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ წინააღმდეგობრივია მაშინ, როცა საერთაშორისო დასკვნა გვაქვს, სადაც ნათლად წერია, რომ ყველა პრინციპი იმ ქვეყნების სტანდარტებს შეესაბამება, რომელთაც კარგი საერთაშორისო პრაქტიკა აქვთ“,-თქვა ბესელიამ.

რაც შეეხება კრიტიკას მაუწყებელზე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, ბესელიამ უპასუხა, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირი უშვებს მაუწყებლებისთვის კომერციული რეკლამის გაშვების უფლებას.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირი ამბობს, რომ მაუწყებლებს რეკლამის უფლება უნდა ჰქონდეთ, რადგან ასეთი პრაქტიკა ყველა იმ ქვეყანაშია, რომელსაც ანალოგიური სტანდარტები აქვთ. მაუწყებლებისთვის კომერციული რეკლამის თემა პირველად არ შემოდის. მას ასევე აქვს სოციალური რეკლამის ვალდებულებაც. მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამიდან შემოსული თანხა დაახლოებით ორ მილიონამდე შეიძლება იყოს და ეს ციფრი მთლიან სარეკლამო ბაზარზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ეს შესაძლებლობა მაუწყებელს გარკვეული დათქმებით დღესაც აქვს და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ამბობს, რომ მაუწყებელს კომერციული რეკლამის უფლება არ უნდა აეკრძალოს“, -თქვა ბესელიამ.

„გამჭვირვალობის“ შეფასებით, საზმაუსთვის სარეკლამო ბაზარზე შემოსვლის უფლების მინიჭებით ზარალდებიან სხვა ტელევიზიები, რადგან მათ არ აქვთ სტაბილური შემოსავალი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით. ეს ფაქტი არათანაბარ გარემოს ქმნის მედიაბაზარზე.

ორგანიზაციის განცხადებით, მაუწყებლის ზოგიერთი ტენდერი, ასევე დასაქმების პოლიტიკა ეჭვს ბადებს. პრობლემურია ისიც, რომ მაუწყებელზე ზოგი გადაცემა შეჩერდა, რის გამოც არხი ვერ უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული მოთხოვნების შესრულებას, რომ მრავალფეროვანი მედიაპროდუქცია შესთავაზოს მაყურებელს.

ანა მებურიშვილი

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ