უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 სექტემბერი, 2017 10:30
font-size

ესაა არასერიოზულობის კიდევ ერთი გამოვლინება - გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთო ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიცის მიერ რიგგარეშე პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შესახებ. როგორც ბოკერიამ ტვ პირველის გადაცემა „პოლიტმეტრში“ თქვა, ბოიკოტი არ გამოხატავს იმას, რომ ოპოზიციამ ვერ გამოიყენა ხელთ არსებული ბერკეტები საკონსტიტუციო პროექტის მიღების შესაჩერებლად.

დეპუტატმა კობახიძის განცხადება არასერიოზული უწოდა.

„შედეგი გვაქვს ცუდი და უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები ჩვენც, დემოკრატიული ოპოზიციაც, რომ ვერ შევძელით ამ ძალიან საზიანო პროცესის შეჩერება აქამდე. მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას. ეს ჩვეულებრივი საპარლამენტო ნაბიჯია იმის სადემონსტრაციოდ, როცა ჩარჩოებს მიღმა ხდება პოლიტიკური უმსგავსობა. აქ ამაზე ლაპარაკი არაა, რა არ მოგვწონს. ოპოზიცია ვართ, ისინი უმრავლესობა და ვერ ვთანხმდებით და ეს დემოკრატიული წყობილების ნაწილია.

მაგრამ როცა ფუნდამენტური ჩარჩოებიდან გადის ვითარება, რომელიც კონსტიტუციას ეხება და ყველა საჯარო დაპირების უარყოფა ხდება, უარს გვეუბნებიან წინადადებაზე, მაგალითად, პლებისციტიზე, ის, რომ ხალხს გადაეწყვიტა. შინაარსობრივად სერიოზული საფრთხეს აყენებენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ უსაფრთხოებას, ეკონომიკასაც და დემოკრატიულ ტრადიციას. ჩვენი აზრით, სრულიად ლეგიტიმურია მშვიდობიანი პროტესტის ის ფორმა , რომ დატოვო დარბაზი ამ სამარცხვინო პროცედურის დროს. და ეს არ მოსწონს თავმჯდომარეს? ესაა ქართული დემოკრატიის პრობლემა?

ესაა არასერიოზულობის კიდევ ერთი გამოვლინება“, -განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 26 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო ახალი კონსტიტუცია. კენჭისყრამდე დარბაზი პროტესტის ნიშნად „ევროპულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციოანლურმა მოძრაობამ“ დატოვეს. პარლამენტის თავმდჯომარემ ეს ნაბიჯი გაქცევად შეაფასა. მისი თქმით, ოპოზიციას დიალოგისა და საკუთარ კითხვებზე პასუხის გაგების შეეშინდა.

ანა მებურიშვილი

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი