უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 სექტემბერი, 2018 17:25
font-size

ესაა ერთგვარი წინასაარჩევნო კამპანია, რომ გათიშოს პოლიტიკური პროცესებიდან ტელეკომპანია, რომელზეც არ ვრცელდება ამ ხელსიფულების გავლენა - ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა ტელეკომპანია „იბერიაში“ შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ესაა ბიძინა ივანიშვილის ზეწოლა თავისუფალ მედიაზე.

„თუ მთლიანად არ დავიბრმავებთ თავებს და არ დავითხრით თვალებს, მე მგონია, ყველასთვის ნათელია, რომ ეს არც მეტი, არც ნაკლები არის შეტევა ტელეკომპანია იბერიაზე.

ჩვენ ძალიან ცოტა, თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს ის საინფორმაციო საშუალებები, რომლებზეც არ ვრცელდება ჩვენი ფეოდალის ძალაუფლება. ესაა ერთგვარი წინასაარჩევნო კამპანია დღევანელი ხელისუფლების საპრეზიდენტო მარათონის წინ, რომ გათიშოს პოლიტიკური თამაშიდან, პოლიტიკური პროცესებიდან ტელეკომპანია, რომელზეც, ვიმეორებ, არ ვრცელდება ამ ხელსიფულების გავლენა“, -განაცხადა სარიშვილმა.

ცნობისთვის, უკვე მეორე დღეა, ტელეკომპანია „იბერია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გუშინ ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ „იბერიას“ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია. ტელეკომპანიის განცხადებით, ხელისუფლებამ წარმოება მიზანმიმართულად გააჩერა.

„ჩვენ, ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია, დაიხუროს ტელეკომპანია ,,იბერია“ და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ,,ომეგა ჯგუფზე“ ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩაიგდონ „ იბერია““, - წერია განცხადებაში.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ