უკან
მსოფლიო
17 იანვარი, 2019 17:05
ესტონეთის საგარეო უწყება თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ესტონეთის საგარეო უწყება განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ ავრცელებს.
„სამძიმარს ვუცხადებთ თბილისში გაზის სასიკვდილო აფეთქების მსხვერპლთა ახლობლებს. ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყება.