უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 იანვარი, 2017 18:00
font-size

ე.წ ბოკერია-უგულავა-ბაქრაძეს ჯგუფმა პოლიტიკური პარტია “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ დააფუძნეს

ე.წ ბოკერია-უგულავა-ბაქრაძეს ჯგუფმა პოლიტიკური პარტია “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ დააფუძნეს.

პარტიის წევრებმა პრეზენტაცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ თავმჯდომარეს აპრილში პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, მანამდე კი, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლად გიგი უგულავა დაასახელს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ არც მეორე, არც მესამე, არც მეხუთე, არც 25-ე პოლიტიკური ძალა. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად შეძლებს ამ ქვეყანაში მიზიდულობის ცენტრის შექმნას. ჩვენი მოძრაობა, რომლის სახელიც იქნება „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“- იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთის მხრივ იქნება ნამდვილი მოძრაობა და არა პარტია“,-აღნიშნა პრეზენტაციაზე დავით ბაქრაძემ.

როგორც გიგი უგულავამ განმარტა, მოძრაობა თავისუფლებისთვის ნიშნავს მოძრაობას ევროპისკენ.

„ჩვენი მოძრაობა არის მოძრაობა თავისუფლებისთვის და თავისუფლებისკენ მოძრაობა სწორედ ნიშნავს მოძრაობას ევროპისკენ. ჩვენი მოძრაობა სწორედ ასეთია - ძლიერი, თავზეხელაღებული, თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რომელიც მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად ჩაანაცვლებს ამ უნიათო მთავრობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჭაობს გვთავაზობს“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

კიდევ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ პარტია საქმიანობას თვითმმართველობიდან იწყებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს შეცვლის, შემდგომ კი ამ გავლენისგან დანარჩენ საქართველოს გათავისუფლებს.

„ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებით, სადაც უნდა მოვიყვანოთ ხალხი თვითმმართველობაში, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და არა ოლიგარქს და ამით დავიწყოთ ივანიშვილის რეჟიმის შესცვლა. მერე, მთელს ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი და რაც მთავარია, ამის შემდეგ დავიწყოთ საქმის კეთება ამ ქვეყნისთვის ძლიერი გუნდით, ოღონდ ძლიერი გუნდით, რომელიც შეზღუდული არის კონსტიტუციით და რომელიც არის ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მონიკა დავლიანიძ

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი