უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
პოლიტიკა
ე.წ. „ფარული მოსმენების“ სააგენტოს წარმომადგენელთა პასუხებიდან ჩანს, რომ ეს ორგანო დამოუკიდებელი არაა - მიხეილ შარაშიძე
სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ შარაშიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოიკვეთა, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფოებრივ კონტროლს.
შარაშიძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფარული მოსმენების“ ორგანო სრულიად დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო.
„2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება ცალსახად მიუთითებს, რომ ამ კომპეტენციით აღჭურვილი ორგანო უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი. რამდენად არის ის დამოუკიდებელი უსაფრთხოების სამსახურისგან? ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის საკმარისი დამოუკიდებლობით არ სარგებლობს და თუ მოვუსმენთ ამ სააგენტოს წარმომადგენლის პასუხებს, ცალსახად გამოიკვეთა, რომ არათუ არ არის დამოუკიდებელი, არამედ იგი საკმაოდ სერიოზული ზეგავლენის ქვეშაა. ის სახელმწიფოებრივ კონტროლს ექვემდებარება“, -განაცხადა შარაშიძემ.
ანა მებურიშვილი