უკან

პოლიტიკა

10 ივნისი, 2022 15:49
font-size

ჩვენ ვაპირებთ ჩვენ პარტნიორებთან ვიმუშაოთ და ვამხილოთ ოლიგარქიული პირამიდის ის საყრდენი, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ახერხებს - ელენე ხოშტარია

საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩვენ პარტნიორებთან ვიმუშაოთ და ვამხილოთ ოლიგარქიული პირამიდის ის საყრდენი და ქსელი, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ახერხებს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მან რამდენიმე ბიზნესმენი ჩამოთვალა, რომელიც ხოშტარიას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფო მიტაცების მონაწილეებია.

„ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას აღიარებს და ამასთანავე, მიუთითებს ოლიგარქიული მმართველობის ძალიან დესტრუქციულ ძალაზე. კერძოდ, მე-15 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დამანგრეველი, დესტრუქციული როლი, როგორც პოლიტიკაში, ასევე, ეკონომიკაში და საგანგაშოა მისი ბიზნესკავშირები კრემლთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა დღეს არის დავანგრიოთ ის ოლიგარქიული პირამიდა, ოლიგარქიული ქსელი, რომელზეც ეს ოლიგარქიული მმართველობა დგას. ამიტომ, საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩვენ პარტნიორებთან ვიმუშაოთ და ვამხილოთ ოლიგარქიული პირამიდის ის საყრდენი და ქსელი, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ახერხებს.

მინდა ჩამოვთვალო ე.წ. ბიზნესმენების ჯგუფი და რეალურად ოლიგარქიის საყრდენები თავისი რუსული კავშირებით, რომლის გარეშეც ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებდა თავისი დესტრუქციული ამოცანების შესრულებას.

ეს გახლავთ დავით ხიდაშელი, რომელიც ბოლო დროს ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური შეღავათებით სარგებლობს, ის არაერთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, პირდაპირ დაახლოებულია კრემლთან - ევტუშენკოვთან, რომელამაც ცოტა ხნის წინ, ივანიშვილს დაურეკა და ბიზნესგარიგეგებზე საუბრობდა.

უჩა მამაცაშვილი გარდა იმისა, რომ ის ჩრდილოვანი მმართველია ეკონომიკის, ის აკონტროლებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად არის სანქცირებულ პოლტავჩენკოს ბიზნესპარტნიორი.

ვანო ჩხარტიშვილი - ის მონაწილეობს არაერთ კორუფციულ გარიგებაში, ის რუსული სახელმწიფო კომპანიის „როსნეფტის“ პარტნიორია.

ოთარ ფარცხალაძე, ყველასთვის ცნობილი, მაფიოზად ჩამოყალიბებული „ბიზნესმენი“, რომელიც გარდა იმისა, რომ კორუფიცულ სქემებში მონაწილეობს, პროკურატურას აკონტროლებს და ფინანსურ პოლიციას, ისიც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფო მიტაცების ერთ-ერთი მონაწილეა.

ირაკლი რუხაძე, გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სექტორს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, „იმედს“, GDC-ს და „მაესტროს“, ის ღიად ეწინააღმდეგება მათ შორის სანქციების რეალიზებას მათ შორის, საბანკო სექტორში და ისიც არის ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთი საყრდენი.

ჩვენ ამ ადამიანებზე მაქსიმალურად შევაგროვებთ ინფორმაციას და ჩვენ პარტნიორებს გადავცემთ, რომ ერთად დავანგრიოთ ოლიგარქიული პირამიდა საქართველოში.

დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გამოსავალი არის ხალხისთვის ევროპული მისწრაფებების დაკმაყოფილება, ხოლო ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, როგორც მთავარი შემაფერხებელი ფაქტორის და ოლიგარქიული მმართველის. ფაქტია, რომ დღეს, ეს საკითხი ოფიციალურად დადგა დღის წესრიგში. როცა ევროპარლამენტი ამას კენჭს უყრის, ეს არ არის ჯერ სანქციების შემოღება, მაგრამ ეს არის უკვე ოფიციალურად ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება.

ჩვენ არ უნდა ვისხდეთ და არ უნდა ველოდოთ, რას გადაწყვეტს დასავლეთი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობა შევცვალოთ, ჩვენ პარტნიორებს ავუხსნათ, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილი არ არის, აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მისი და მისი საყრდენების სანქცირება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი