უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

20 სექტემბერი, 2018 16:35
font-size

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო მთავარი თემა ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილება - ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრის (HDIM) ფარგლებში ვარშავაში 19 სექტემბერს გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძებაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ლევან მესხორაძე.

მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე ვითარებზე. ქართველი მომხსენებლების პრეზენტაციებში აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების უფლებების სისტემატიურ დარღვევებზე. პრეზენტაციებში მოყვანილი იქნა სიცოცხლის უფლების ხელყოფის კონკრეტული მაგალითები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტები. აქცენტი გაკეთდა აღნიშნულ მკვლელობებში ბრალდებული კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაზე.

სევე, ზემოხსენებულ დანაშაულებთან, ისევე როგორც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მწვავე ვითარებასთან დაკავშირებით, ყურადღება გამახვილდა რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს, ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობის საკითხზე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობაზე.

ქართველმა მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" და იმ კონკრეტულ ინიციატივებზე და მექანიზმებზე, რომელსაც ხსენებული ინიციატივა შეიცავს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისათვის.

ღონისძიების ფარგლებში, ნატალია ჯალიაშვილმა ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ შედეგებზე.

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM) 21 სექტემბერს დასრულდება.

ოკუპანტებმა სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

29 აპრილი, 2024 , 16:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. "აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმ

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი