უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 თებერვალი, 2017 16:20
font-size

ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზე საერთაშორისო თანამეგობრობამ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნა დაგმო

2017 წლის 16 თებერვალს, საქართველოს დელეგაციის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივმა საბჭომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით იმსჯელა, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ნორვეგიის, კანადის, ისლანდიის, ლიხტენშტაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, სან მარინო, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. გამომსვლელებმა, კიდევ ერთხელ ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, - აცნობეს მედიანიუსს საგარეო უწყებიდან.
მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალის განზრახვა. ქართული მხარის განცხადებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება იმ პირობებში, როდესაც ტერიტორიას სრულად აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო ძალა და ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად მოსახლეობა გამოდევნილია, არის უკანონო.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის მორიგ აქტს, რომელიც სრულად უგულებელყოფს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის ფუნდამენტურ პრინციპებს და მიზნად ისახავს დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის ნგრევას.

აღინიშნა, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით პასუხობს. საქართველოს დელეგაციამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ქართულმა მხარემ ასევე თხოვნით მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო ზომები მიიღოს რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების საპასუხოდ და არ დაუშვას ცხინვალის რეგიონში ვითარების ესკალაცია, რათა არ მოხდეს ანექსიის კიდევ ერთი პრეცედენტი ევროპაში.

ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ნორვეგიის, კანადის, ისლანდიის, ლიხტენშტაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, სან მარინო, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.

გამომსვლელებმა, კიდევ ერთხელ ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

აშშ-ის წარმომადგენელმა დაგმო სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი უკანონო „რეფერენდუმი“ და განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებს, რომელიც იმართება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. მისი განცხადებით, მსგავსი პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ნდობის აღდგენის პროცესს.

აზერბაიჯანის წარმომადგენლის განცხადებით, „რეფერენდუმი“ აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან გადაადგილებულ პირთა რიცხვი დიდია, მის შედეგებს ვერ ექნება სამართლებრივი ძალა.

უკრაინის დელეგაციამ, მოუწოდა რუსეთსა და მის მარიონეტულ რეჟიმს თავი შეიკავონ ქმედებებისაგან, რაც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

ევროკავშირის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ცნობს მის შედეგებს და მას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. მისი განცხადებთ, მსგავსი უკანონო ნაბიჯები ეწინააღმდეგება რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა ნაკისრი ვალდებულებები და ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

ნორვეგიის, კანადის, ისლანდიისა და ლიხტენშტეინისა დელეგაციებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ იზიარებენ ქართული მხარის შეშფოთებას ცხინვალის რეგიონისათვის რუსეთის რეგიონის მსგავსი სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის დანიშვნაზე და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი მიმართულია რეგიონის რუსეთის ფარგლებში ინტეგრაციისკენ. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხი ასევე დააყენა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე.

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა

20 ნოემბერი, 2025 , 16:07

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელ

შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“

20 ნოემბერი, 2025 , 15:26

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში. განცხადების თან

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი

20 ნოემბერი, 2025 , 13:06

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:50

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესა

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 10:41

არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქარ

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:22

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი