უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 ოქტომბერი, 2025 14:00
font-size

ეუთო-ს თავმჯდომარე ჩამოვიდა, რომ რუსთაველზე მდგარი საკუთარი „შვილები“, აკაცუკები მოენახულებინა - კახა კალაძე

თბილისის მერმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტი როგორც სამწუხარო შეაფასა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა, რადგან, მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფები სწორედ ქვეყნის გარედან ფინანსდებიან.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ამ ტიპის ნაბიჯის გადადგმა, თუმცა, არც გასაკვირია. იცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები გარედან ფინანსდებიან. რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, რუსთაველის გამზირს გადაკეტავს, თბილისის მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. რაც შეეხება ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტს, ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ საკუთარი „შვილები“ მოენახულებინა. იცით რა არის მთავარი? საზოგადოება უკვე ყველაფერს ხვდება, ყველაფერი ხელისგულზეა და ცხადია, ვის რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, რა პოლიტიკური პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს და ჩვენი მტკიცე ხასიათი, პირველ რიგში, მიმართულია იქით, რომ დავიცვათ ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:54

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ,

პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სა

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი

17 ოქტომბერი, 2025 , 13:39

დაკავებული აქტივისტები ბრალის წარდგენას ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელოდებიან - მათთან ამ წუთებში მათივე ადვოკატები იმყოფებიან. მარიამ მეყანწიშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელი სახლ

ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს

17 ოქტომბერი, 2025 , 13:02

ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ

ეუთოს თავმჯდომარის მიმართ ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმას, კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს - სანდრო ბარამიძე

16 ოქტომბერი, 2025 , 17:02

"ელინა ვალტონენისთვის ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმას, კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს" - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე, ეუთო-ს თავმჯდომარისთვის დაკისრებული

წილი იყარა და ქვეყნის დამამხობელთა „გაუჩერებელი მდინარე“ თავისუფლების მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ასაღებად გადაედინა - შალვა პაპუაშვილი

16 ოქტომბერი, 2025 , 11:06

ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც, პაპუაშვილ