უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ივლისი, 2016 16:10
font-size

ეუთო არის ის ორგანიზაცია, რომლის თანადგომა, დახმარება საქართველოს ყოველთვის სჭირდებოდა - დავით უსუფაშვილი

თბილისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია გაიხსნა. მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონის ტერიტორიაზე 5 ივლისამდე გაგრძელდება.

პლენარული სესიის გაახსნამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ილკა კანერვამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მედიის კითხვებს უპასუხეს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, 1-5 ივლისს საქართველო უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას უმასპინძლებს. მისივე ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ. „ დღეს დილით ჩვენ უკვე შესაბამის კომიტეტებს განსახილველად გადავეცით 15 რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყველა ამ საკითხზე უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება ძალიან საფუძვლიანი დისკუსია და საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება, დავით უსუფაშვილმა დამსწრეთ კიდევ ერთხელ შეახსენა ეუთო-ს როლი და მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის დახმარება საქართველოს გასული 25 წლის განმავლობაში ყოველთვის სჭირდებოდა და ისევ დასჭირდება.

„ეუთო არის ის ორგანიზაცია, რომლის თანადგომა, დახმარება საქართველოს ყოველთვის სჭირდებოდა ამ 25 წლის განმავლობაში და კიდევ დაგვჭირდება, იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლებას და ყველა ამ საკითხში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო ორგანიზაცია. ამიტომ მხოარული ვართ,რომ ვმასპიძლობთ ამ ღონისძიებას, ასეთი მასშტაბის ღონისძიება, მოვლენა საქართველოში არ ჩატარებულა, დარწმუნებული ვართ რომ იგი წარმატებული იქნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დავით უსუფაშვილს საპარლამენტო ფორუმის წარმატებით ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის როლიც. მისივე თქმით, საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ღონისძიებას ეუთო-ს ეგიდით, თუმცა წლევანდელი სესია, როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის, ასევე, ეუთო-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„ეს არის ძალიან აქტიური დელეგაცია, სხვადასხვა წამოწყებებში და მან მოახდინა დემონსტრირება თავისი ძლიერი ნების, მზაობის, რომ უმასპინძლოს წლევანდელ სესიას. წლევანდელი წელი განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია - ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი და ასევე, 25 წლისთავი ეუთო--ს საპარლამენტო ასამბლეის დაარსებიდან. ამჯერად „25 წელი საპარლამენტო თანამშრომლობის: ნდობა დიალოგით“ . ეს არის ძალიან დიდი რამ, დამახასიათებელია დიალოგი და ნდობა ჩვენი ფილოსოფიის. ეს არის ჩვენი ნება, იყოს შინაარსობრივი დისკუსია განხილვა პოლიტიკური საზღვრების გარეშე“,- განაცხადა ილკა კანერვამ. როგორც ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის მოხარულია, რომ სესიაზე დასასწრებად ასამბლეის წევრთა თითქმის სრული შემადგელობა ჩამოვიდა. ილკა კანერვამ იმ საკითხებზეც ისაუბრა, რასაც ასამბლეის წევრები 5 დღის განმავლობაში, თბილისში განიხილავენ.

დავით უსუფაშვილმა და ილკა კანერვამ უპასუხეს კითხვებსაც, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს შეეხებოდა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ, დიდ წარმატებას მიაღწია. ილკა კანერვა გამოეხმაურა ეუთო-ს თავმჯდომარის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებასაც. „საქართველომ სასწაულებრივი წარმატება მოახდინა ყველა სტანდარტის და კრიტერიუმის დაკმაყოფილების მხრივ და ეს აღსანიშნავია. შტაინმაიერის განცხადება არის რელევანტური. როდესაც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ასეთი განცხადებას აკეთებს, ეს უკვე პოლიტიკურად ძალიან ნათელი განცხადებაა და თქვენ შეგიძლიათ, ელოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით“,- განაცხადა ილკა კანერვამ.

„ეს საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის გადასაწყვეტი რომ იყოს, ერთ საათში, მიღებულ გადაწყვეტილებას ჩაგაბარებდით. ასეთია განწყობა ჩვენი კოლეგა პარლამენტარების, ვინც საქართველოში ჩამობრძანდა. იგივე განწყობა ბრიუსელში ვნახე, სადაც ორი დღის წინ ვიყავი ლიდერების, კომისიის, საუბარი გქვონდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელთან. ევროპული საბჭოს თავმჯდომაერსთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინსიტრთან, რომელიც ასევეა განწყობილი. არ არსებობს არანარი ხელშემშლელი პირობა არც საქართველოს მხრიდან და არც სხვების მხრიდან გარდა იმ ფაქტორისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკიტხი ევროსტრუქტურებში არ განიხილება ვაკუუმში, იზოლირებულად მიმდინარე ცხოვრებისგან. ეს მიმდინარე ცხოვრება შედგება ხან ჩვენთვის უფრო სასარგებლო მოვლენებისგან, ხან არც თუ სასარგებლო მოვლენებისგფან. რეფერენდუმი ბრიტანეთში მაგალითად აღმოჩნდა ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელმაც უკვე დანიშნული საკომიტეტო გადადება გამოიწვია. კანერვამ ბრძანა, რომ საქართველომ ჯადოქრული ჯადოსნური ნაბიჯები გადადგა და მოახერხა პრაქტიკულად წამოუდგენელი წარმატების მიღწევა, მაგრამ არც ისე ჯადოქრები ვართ, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ყველაფერი საჩვენოდ წავიყვანოთ ამ პროცვესში. ჩვენი ოპტიზმი რეალურია და დაფუძნებულაი კონკრეტულ ფაქტებს და უახლოეს ხანებში პროცესი დასასრულამდე მივა”,- აღნიშნა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი