უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:29გაიცანი ლინუკა ლომთათიძე, საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
არქივი
პოლიტიკა

ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას - პაველ ჰერჩინსკი
ჩვენ მზად ვართ, ღია ვართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთვის მიგვეცა შესაძლებლობა, ყოფილიყო ერთ-ერთი ჩვენგანი, მაგრამ ამისთვის გვჭირდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დავინახოთ ერთგულება, სერიოზული რეფორმები. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი დაფუძნებულია ღირებულებებსა და პრინციპებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ ასევე ღია ვართ სხვა ქვეყნებისთვისაც, რათა შემოგვიერთდნენ, რა თქმა უნდა, ეს ხდება ნებაყოფლობით. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ოფიციალურად მიმართეს ევროკავშირს გაწევრიანებაზე და სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიმართა ევროკავშირს 2022 წელს გაწევრიანებაზე. მე აქ გამომგზავნეს როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, რათა დავხმარებოდი ამ პროცესში და დავრწმუნებულიყავი, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად შეუერთდებოდა ევროკავშირს, მაგრამ ამ განცხადებით ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, გარდაქმნას საქართველო, რათა ის ჩვენ შორის იყოს, აიღეს ვალდებულება, დაემორჩილონ და პატივი სცენ იმავე პრინციპებს: დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს და რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველოში მიღებული ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს. ეს არაერთხელ იყო ნათქვამი ევროპის საბჭოს, ჩვენი ყველა ლიდერის მიერ.
ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს – გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, გთხოვთ, დაგვიახლოვდით და ნუ წახვალთ ჩვენგან შორს. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებები სრულიად იგნორირებულია. უარესი კი, არის ის, რომ ჩვენ რასაც ვხედავდით საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩაში ხალხს სცემდნენ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
როგორც არაერთხელ აგიხსენით, იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ გადაწყვიტა სანქციების შემოღება და სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ფიზიკური პირებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. ამავდროულად, ევროკავშირის დონეზე, ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება იქნება მიღწეული“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
ჩეხეთის მთავრობამ ეროვნულ სანქციების სიას საქართველოს ხუთი საქართველოს მოქალაქე დაამატა
30 სექტემბერი, 2025 , 15:36

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
30 სექტემბერი, 2025 , 15:09
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 15:04
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50