უკან
მსოფლიო
26 აპრილი, 2017 17:00
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინასთან უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირეს - რიკარდ იოზვაკი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტის რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა უკრაინასთან უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
იოზვაკის ცნობით, მინისტრთა კომიტეტი ამ გადაწყვეტიულებას 11 მაისს დაადასტურებს, რასაც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში შეიტანენ, ხოლო 20 დღის შემდეგ უკრაინელებს საშუალება ექნებათ, უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში.
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ პოროშენკო ამ ამბავს უკვე გამოემხაურა. მისი თქმით, უკარინელებისთვის ევროპის კარი ღიაა.
ანა მებურიშვილი