უკან
მსოფლიო
15 დეკემბერი, 2017 11:35
ევროკავშირის ლიდერები 6 თვით გაახანგძლივებენ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ
„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული სანქციების მოქმედებას კიდევ ნახევარი წლით გაახანგძლივებენ.
„ევროკავშირის ლიდერებმა მწვანე შუქი მისცეს, რომ გაახანგძლივონ ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კიდევ 6 თვით. ოფიციალურად ეს შემდეგ კვირას მოხდება“, - დაწერა რეპორტიორმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
ანა მებურიშვილი