უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 თებერვალი, 2018 17:35
font-size

ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევის პრევენციისთვის მთავრობას კონკრეტული გეგმა აქვს

საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის და თავშესაფრის მოთხოვნის პირობების დარღვევის პრევენციისთვის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობის ქმედებების ნაწილია მასშტაბური და ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი აღქმა მოკლევადიანი ვიზიტების პირობებისა და იმ საფრთხეების შესახებ, რაც უკავშირდება მათი მხრიდან არალეგალურ ვიზიტებს და თავშესაფრის უკანონო მოთხოვნებს.

მინისტრმა აღნიშნული საკითხი მიუნხენში ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დროსაც განიხილა. მისი თქმით, დიასპორის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს დაეხმარონ სახელმწიფოს მოქალაქეებს სწორ ინფორმირებაში და ამ კუთხით მათი გამოცდილების გაზიარებაში, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე, რომელსაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა, უფრო მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

მინისტრის განცხადებით დიასპორასთან შეხვედრისას განხილულ იქნა ასევე ერთობლივი კამპანიების წარმოების შესაძლებლობა, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენას მოემსახურება

"ვისაუბრეთ ერთობლივ კამპანიებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა საქართველოს პოზიტიური იმიჯი იქნას წარმოჩენილი. გერმანიაში ჩვენ გვაქვს ამის კარგი შესაძლებლობა წელს, რადგანაც ჩვენ ვართ საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და მოგეხსენებათ, რომ წელს ასევე პირველად ისტორიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება - პოლიტიკა და ლიტერატურა, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ გერმანული საზოგადოების წინაშე პოზიტიური კუთხით და რა თქმა უნდა აქაც გავაჩინოთ მეტი პოზიტიური დამოკიდებულება ზოგადად საქართველოს ინტეგრაციული პროცესების მიმართ“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი