უკან

საზოგადოება

4 აპრილი, 2017 15:45
font-size

ევროკავშირის წარმომადგენლობაში „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების საქმეს შეისწავლიან - მოვაჭრეთა ადვოკატი

ევროკავშირის წარმომადგენლობასა და „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეების შეხვედრა დასრულდა.

მოვაჭრეთა ადვოკატის, მარიამ არევაძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა მოვაჭრეებს საქმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

„საკითხის სრულად და ამომწურავად შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ გვეტყვიან, დაგვეხმარებიან თუ არა. თუკი დაგვეხმარებიან, რა ფორმით მოახდენენ ხალხის მხარდაჭერას“, - განაცხადა არევაძემ.

დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარდა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ მოვაჭრეებს თვის ბოლოს ხელმეორე შეხვედრა დაუნიშნა.

მოვაჭრეები საკრებულოსთან გადაინაცვლნენ, სადაც სავარაუდოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ტყემალაძეს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აქცია გამართეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. მათ მოითხოვეს 5000-ლარიანი პირველადი კომპანსაციის გაცემასა და შემდგომ ზარალის სრულად ანაზრაურებას. მათ აქციას ასევე შეუერთდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა, რომლის შედეგად 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა. გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანა მებურიშვილი

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1 მაისი, 2024 , 13:01

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკები

5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ

1 მაისი, 2024 , 12:51

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ. სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თ

აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო

1 მაისი, 2024 , 12:13

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე სამო

თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მინდა, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის - კახა კალაძე

1 მაისი, 2024 , 11:45

მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, აქვს შესაძლებლო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი