უკან

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2017 16:35
font-size

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პროცედურების სავარაუდო დამრღვევთა შორის თბილისისა და იმერეთის მცხოვრებლები ლიდერობენ

საქართველოდან სავარაუდოდ ყველაზე ხშირად ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის პროცედურებს არღვევენ თბილისისა და იმერეთის რეგიონის მაცხოვრებლები. აღნიშნული მონაცემები სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა-ის) აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა ჟურნალისტებს გააცნო.

„ყოველთვიური ანალიზი არ არსებობს, თუმცა მაგალითად, მოლდოვაში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დატოვა ქვეყანა და უკან არ დაბრუნდა, იყო 16%. ჩვენთან არის 6%, ანუ შედარება გვაძლევს საფუძველს ითქვას, რომ მონაცემები არ არის საგანგაშო, თუმცა მეორე მხრივ, დამრღვევთა სავარაუდო რაოდენობა ყველა უწყებას უბიძგებს მოქმედებისკენ. გამოიკვეთა, რომ თბილისი, ასევე იმერეთის ქალაქებია ის ქალაქები, სადაც ყველაზე მაღალია პროცენტი ადამიანების, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები“, -თქვა დევდარიანმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, სადაც შეაჯამეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის შედეგები.

დევდარიანმა საინფორმაციო კამპანიების დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომელთა მეშვეობით საზოგადოება მეტად ინფორმირებული იქნება, რა პრობლემებს გამოიწვევს უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა საქართველოსთვის.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დამრღვევთა რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ საინფორმაციო კამპანიები ვაწარმოოთ მათ შორის იმ რეგიონებში, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ, სამწუხაროდ, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს“, - განაცხადა დევდარიანმა.

საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლებით 28 მარტიდან სარგებლობენ.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი