უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივნისი, 2025 18:01
font-size

ევროპა! აჩვენე შენი ძალა, რითაც შენს იდეალებს დაიცავ, პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩემს ქვეყანაში - ლაშა ბუღაძე

ევროპა! აჩვენე შენი ძალა, რითაც შენს იდეალებს დაიცავ, პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩემს ქვეყანაში, რომელიც ევროპას აშორებს საქართველოსა და დამოუკიდებლობას გვაკარგვინებს, რათა ავტოკრატმა პრორუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, - ასე მიმართა მწერალმა ლაშა ბუღაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრის მონაწილეებს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.

„ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი უკანასკნელ ერთ წელიწადში, მას შემდეგ, რაც ოლიგარქ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ე. წ. რუსული, ანუ „აგენტების კანონი” მიიღო, 30-იანი წლების ტერორის ტრავმა მთელი სიცხადით აღდგა ჩვენს სინამდვილეში: ბევრი ქართველი ხელოვანი, პოლიტიკოსი, მეცნიერი თუ მოქალაქე ხომ სწორედ ამ ბრალდებით იქნა გადასახლებული ან ფიზიკურად განადგურებული სტალინის დროს, რომ ისინი ვითომდა უცხოეთის აგენტები იყვნენ. ასე გამოაცხადეს უცხოეთის აგენტებად და გაანადგურეს უამრავი ადამიანი და ახლაც უცხოეთის აგენტებად აცხადებენ პრორუსი ოლიგარქის კრიტიკოს არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ჩვენ - მწერლებს, არტისტებს, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ დემონსტრაციებზე დაკავებული და ნაწამები თავიანთი კოლეგების გამო.

პროტესტისთვის ახლაც დაპატიმრებულები არიან ცნობილი მსახიობები - ანდრო ჭიჭინაძე, ვეფხია კასრაძე, ონისე ცხადაძე და სხვები. ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ საბჭოთა ცენზურა დააბრუნა და თავდასხმის ობიექტი ამჯერად ცნობილი თეატრალური რეჟისორები და დრამატურგი, დათა თავაძე და დავით დოიაშვილი გახდნენ. ასევე რეჟიმთან მებრძოლი გმირი-ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.

ევროპა ჩვენი იმედია, ჩვენი ქომაგი და დასაყრდენი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გაოცებულები შევყურებდით დასავლეთს, თუ როგორ არ სჯიდა ის წლების განმავლობაში პუტინის ნეოფაშისტურ-ნეოსტალინურ რეჟიმს.

პუტინი საქართველოს თავს დაესხა 2008 წელს და ეს შერჩა, მკვლელი და ტირანი არ დასჯილა, და პირიქით, თითქოს ჩემი პატარა ქვეყანა აღმოჩნდა დამნაშავე - როგორ გაბედე და რუსეთისგან დაიცავი თავიო, ამით გათამამებული პუტინი კი უკრაინას დაესხა თავს 2014 წელს და ყირიმი მიითვისა, და ესეც კი შერჩა, ისევ არ დასჯილა... ასევე ევროპული ქვეყნების ზოგიერთმა ლიდერმა ყველაფერი იღონა, რათა უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეღოთ 2008 წელს და ეს ცხადია სიგნალად იქცა პუტინისთვის, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ დაგვსხმოდა თავს და ბოლოს, 2022 წელს, უკრაინის განადგურება განეზრახა. ეს დიდი შეცდომები იყო: თავის მოტყუების, პრობლემის არ დანახვის, რამაც ჩვენც და ევროპასაც რუსეთის თავდასხმის საფრთხე გააჩინა.

იმედია დღეს კი გაითავისა ყველამ, რომ პუტინი საქართველოსა და უკრაინაზე არ გაჩერდება... ამიტომ - ევროპა! აჩვენე შენი ძალა, რითაც შენს იდეალებს დაიცავ, პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩემს ქვეყანაში, რომელიც ევროპას აშორებს საქართველოსა და დამოუკიდებლობას გვაკარგვინებს, რათა ავტოკრატმა პრორუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ისინი დღენიადაგ აძაგებენ ევროპას... პროპაგანდის მეშვეობით, მტრის ხატად აქვთ დასავლეთი გამოცხადებული და თავად კი ყველა დასავლური პრივილეგიით სარგებლობენ - მოგზაურობით, გართობით თუ ოჯახის წევრების სწავლითა თუ ცხოვრებით დასრულებული. ამ თვალთმაქცობას კი ბოლო უნდა მოეღოს.

ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ როგორც ყოველთვის, ევროპის ზურგი უნდა ამაგრებდეს ჩვენს ბრძოლას... საქართველო არასდროს იქნება „რუსული სამყაროს“ ნაწილი, რადგან მჯერა, არც პუტინისტურ რუსულ სამყაროს უწერია დიდი დღე, და ამ ბრძოლაში ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ. ტერორი და ომი მუდმივ რეალობად არ უნდა იქცეს ევროპაში“,- განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია

21 ოქტომბერი, 2025 , 12:05

ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა. „