უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ივნისი, 2017 09:00
font-size

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ნათელი მოჰფინოს აფგან მუხტარლის იძულებითი გაუჩინარების საქმეში ქართული მხარის მონაწილეობაზე გამოთქმულ ეჭვებს

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოდან აზერბაიჯელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცების ფაქტს, ბაქოში მის დაკავებასა და მოსალოდნელ გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომლის განხილვაც 15 ივნისისთვის არის დადგემილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, „მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ მუხტარლის საქმეზე საუბრით იწყება.

როგორც პროექტშია აღნიშნული, ადვოკატი ამბობს, რომ ამოუცნობმა პირებმა, რომლებსაც გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ, მუხტარლი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მიიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე.

რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ მუხტარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და საზღვრის უკანანო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ემუქრება გასამართლება.

პროექტის მიხედვით, საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი იძულებით დაბრუნება აზერბაიჯანში.

პროექტში წერია, რომ გაზრდილია რიცხვი შემთხვევების, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან.

რეზოლუციის პროექტში საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც მოხვდა, სადაც გიორგი მარგველაშვილი მომხდარს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინაშე არსებულ დიდ გამოწვევად აფასებს.

ევროპარლამანტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება და პასუხი აგებინოს დანაშაულის ჩამდენ პირებს.

ევროპარლამენტის რეზოლუცია "შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის პასუხგისმგებელია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ".

ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტის უპირობო გაათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციის პროქტის თანახმად, ევროპარლამენტარები, უმნიშვნელოვანეს საკითხად ასახელებენ და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოძიონ და ნათელი მოჰფინონ მუხტარლის იძულებითი გაუჩინარების საქმეში ქართული მხარის მონაწილეობის შესახებ გამოთქმულ ეჭვებს.

რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი, 2021 , 15:40

დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს პარლამენტი რეგლამენტის თანახმად, იმსჯელებს იმ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა, არშეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ შემოტანილი ოპოზიციიდან განცხადებები, – ამის შესახებ

შეხვედრამ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით - მამუკა მდინარაძე

22 იანვარი, 2021 , 15:40

შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მე მგონია, ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს, ჩვენ პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით

პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია. სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ - არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი, 2021 , 15:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება რიგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს, ვინაიდან დასკვნა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გ

დღეს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით - ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი, 2021 , 15:00

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შეხვდა. “მოქალაქეების”

ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის - სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი, 2021 , 17:25

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის მხ

საქართველო არის სამართლებრივად გამართლებული, აღიარებული, როგორც ომის მსხვერპლი, ეს ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა - სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი, 2021 , 16:25

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს. „დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც მე ვხვდები აქ, ბრიუსელიდან, სადაც ძალიან მაღალი