უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ოქტომბერი, 2025 15:31
font-size

ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული.

დღეს გამართულ კენჭისყრაზე ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს ევროკავშირის ვიზების შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელიც ეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობა 90 დღემდე მოკლევადიანი ვიზიტით 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში.

მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკომისიას, აღადგინოს სავიზო მოთხოვნები კონკრეტული ქვეყნისთვის, როდესაც არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები - ჯერ დროებით, გამოძიების და დიალოგის მიმდინარეობის დროს, ხოლო შემდეგ სამუდამოდ, თუ პრობლემები კვლავ გაგრძელდება.

„საფუძვლები მოიცავს შიდა უსაფრთხოების საფრთხეებს (მათ შორის, შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების ზრდას) და თავშესაფრის წარუმატებელი განაცხადების, შესვლაზე უარის თქმის ან ვიზების ვადის გადაცილებით დარჩენის მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას. რეფორმა შეჩერების დაწყების ახალ საფუძვლებს ამატებს, კერძოდ: ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია); ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ე.წ. „ოქროს პასპორტები“), რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს; ევროკავშირის ვიზების პოლიტიკასთან შეუსაბამობა; გაეროს წესდების დარღვევა; საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები; და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, კანონი, მესამე ქვეყნების მთავრობების მიერ მოკლევადიანი ვიზების გაუქმების შეთანხმებების პირობების დარღვევისგან თავის დასაცავად, ევროკავშირს მეტ მოქნილობას მისცემს, შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა მთავრობის ოფიციალურ პირებს, რომლებიც, შესაძლოა, პასუხისმგებლები იყვნენ მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე ან სხვა სახის დარღვევებზე.

კანონმდებლობა პლენარულ სხდომაზე 518 ხმით 96 წინააღმდეგ დამტკიცდა, 24-მა ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა. ის ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. კანონმდებლობა ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა.

წყარო

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ