უახლესი ამბები
- 21.10.2025 15:54არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:49თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
- 21.10.2025 15:42პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე
- 21.10.2025 15:20იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:17ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:12ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 12:57საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
არქივი
პოლიტიკა


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პენიტენციური სისტემის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,პატიმრობის შესახებ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა წარადგინა.
მომხსენებელმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რასაც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს. მისი განმარტებით, იქმნება გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა გათავისუფლების ვადა 6 თვეს არ აღემატება. „მათ შესაძლებლობა ექნებათ კვირაში 3 დღის ვადით დატოვონ ეს დაწესებულება, რათა მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია უმტკივნეულოდ მოხდეს“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს უფლებამოსილება ენიჭება მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვალოს.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება ენიჭება ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინოს პირადი ტელევიზორი ან რადიომიმღები. ხოლო განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები ანალოგიური უფლებით სარგებლობას დაწესებულების დირექტორის ნებართვის შემთხვევაში შეძლებენ.
ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება მხოლოდ სასამართლოს ექნება, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისგან იმ მსჯავრდებულს გაათავისუფლებს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი.
პროექტის თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება, უფლება ეძლევა აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით ისარგებლოს. აღნიშნული პატიმრობის ვადა 60 დღე-ღამემდე მცირდება. აგრეთვე დისციპლინარული პატიმრობა არ გამოიყენება იმ ქალ მსჯავრდებულებზე, რომლებიც ორსულად ან ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში არიან და ჰყავთ 3 წლამდე ბავშვი, ასევე 65 წელს გადაცილებულ მსჯავრდებულს.
თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს მსჯავრდებულს აცნობოს. ცვლილებების თანახმად, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებზე პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება არ გავრცელდება.
შემოთავაზებული ცვლილებებით, ხდება მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასება და გადაფასება;
ცვლილებების პაკეტის წარდგენის შემდეგ მომხსენებელმა, კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.
დეპუტატებმა, პოზიტიურად შეაფასეს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირეს.
„რესოციალიზაცია - რეინტეგრაციაზე ორიენტირებული პენიტენციალური სისტემა იმ მოთხოვნებს პასუხობს, რაც ადამიანის უფლებების კუთხით, თუნდაც, ევროპასთან ინტეგრაციის სფეროში არსებობს. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პენიტენციალურ სისტემაში რეინტეგრაციაზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრებას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირინე ფრუიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)“ სასესხო შეთანხმება წარადგინა, რომლის მიხედვით, EBRD-მა საქართველოს სესხის სახით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ხიდის მშენებლობისთვის 6 მლნ. ევრო გამოუყო. წარმოდგენილი სასესხო შეთანხმებით, სესხის ხანგრძლივობაა 15 წელს შეადგენს, მათ შორის, 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე.
„სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ხიდის ნაწილის მშენებლობისთვის, სომხეთსა და EBRD-ს შორის, სასესხო შეთანხმება უკვე გაფორმებულია, რომლის ფარგლებში მათ 10 მლნ. ლარი აქვთ გამოყოფილი“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტის სხდომაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვით, მეზღვაურთა დასაქმების მიზნით, საკრუინგო საქმიანობაზე „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია
21 ოქტომბერი, 2025 , 12:05