უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 მარტი, 2024 14:53
font-size

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

SJC-ში ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის 11-14 მარტს ცინცაბაძის საქმეების ჯგუფის აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული. მათივე ცნობით, ამ საქმეების ჯგუფი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მკვლელობის, წამებისა და არასათანადო მოპყრობისა და არაეფექტიანი გამოძიების საქმეებს, რომლებზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა დაადგინა.

სოციალურ სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება იზიარებს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მათ მიერ გაცხადებულ მოთხოვნებს ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების განხორციელებაზე, კერძოდ:

"მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ჩვენი ორგანიზაცია უკვე 11 თვეა უშედეგოდ ითხოვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან გამოძიების განახლებას და ამ გზით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, რომელმაც დაადგინა გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ფუნდამენტური ხარვეზები ამ საქმეზე. ამ მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წარვუდგინეთ იმ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარება ახალი გამოძიების ფარგლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მოვითხოვეთ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების თაობაზე გამოძიების დაწყება", - აცხადებენ SJC-ში.

ცენტრის ცნობით, ახლად დაფუძნებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ მოთხოვნებს რამდენიმე თვეა უპასუხოდ ტოვებს, რაც მათი თქმით, აჩენს საფუძვლიან ეჭვებს აღნიშნული სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, SJC-ში ამბობენ, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე ჩვენი ორგანიზაცია ითხოვდა რიგი ზოგადი ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას სამოხელეო დანაშაულების პრევენციის, დაზარალებულთა უფლებების რეალიზების და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების და სუს-ის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით.

"მინისტრთა კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ცინცაბაძის საქმეთა ჯგუფში გაერთიანებულ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმეზე, გაჭიანურებული გამოძიების გამო და ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდა ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებისკენ, მათი სწრაფად და ამომწურავად დასრულებისთვის. ასევე, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, წარუდგინოს კომიტეტს აღნიშნული საქმეების გამოძიების პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ გაერთიანებული ინფორმაცია.

კერძოდ კი, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად განიხილოს მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტს და გარდაცვლილის ოჯახს აცნობოს გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ.

მინისტრთა კომიტეტმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გასცა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების აღმოფხვრის საკითხთან დაკავშირებითაც. კერძოდ, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, გადადგას დამატებითი ნაბიჯები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, უზრუნველყოს სამსახურის ძლიერი დამოუკიდებლობა პროკურატურისგან და მისი საგამოძიებო ფუნქციების შესაბამისობა თავის უპირველეს ინსტიტუციურ როლთან – სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების გამოძიებასთან.

გარდა ამისა, კომიტეტმა ხელისუფლებას მოუწოდა დაუსჯელობის პრევენციის და ეროვნული კანონმდებლობის კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, გადადგას დამატებითი ნაბიჯები, მათ შორის, შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე, გააძლიეროს არასათანადო მოპყრობის პრევენციის საშუალებები, მათ შორის, სამართალდამცავებსა და ინდივიდებს შორის კომუნიკაციის დროს ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ეფექტიანობის და მასშტაბის გაზრდით.

კომიტეტმა ასევე ღრმა შეშფოთება გამოთქვა დაზარალებულების სტატუსის მინიჭების განგრძობად ხარვეზზე, რაც გამოძიების პროცესში დაზარალებულების არსებითი მონაწილეობის წინაპირობაა და ხელისუფლებას მოუწოდა, განახორციელოს აუცილებელი საკანონმდებლო და პრაქტიკული ღონისძიებები ამ პრობლემის სისტემური და მდგრადი ფორმით აღმოსაფხვრელად. ბოლოს, კომიტეტმა ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდა, განაგრძოს არასათანადო მოპყრობის გამოძიების საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების მიწოდება და ანალიზი, მათ შორის, სრულყოფილი სტატისტიკის მიწოდება დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრაქტიკისა და გამოძიების პროცესში სამართალდამცავთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ", - აცხადებენ სოციალურ სამართლიანობის ცენტრში.

SJC-ში ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები ადასტურებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მოსაზრებებს, რომ სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემების აღმოფხვრისთვის სისტემური რეფორმების გატარება აუცილებელია.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ განაახლოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება და უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება", - ნათქვამია SJC-ს განცხადებაში.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი