უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ნოემბერი, 2019 15:35
font-size

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა - დავით ზალკალიანი

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს პირველად, ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან ექვსი თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა, იძლევა შესაძლებლობას, როგორც თავმჯდომარემ ქვეყანამ, იმუშაოს ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.

„ორგანიზაციაში გაწევრიანება იყო ქართველი ხალხის სწრაფვა ევროპული ღირებულებებისა და ცივილიზაციისკენ და ასევე მზაობა გამოწვევებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებათა, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს მოსდევს“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩს დღეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი ვითარების შესახებ. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, უკანონო ბორდერიზაციისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებს.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი