უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
15 ნოემბერი, 2016 11:35
ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ
ევროპის საბჭოში „კონფლიქტი საქართველოში“ გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს განიხილავენ
15-16 ნოემბერს ევროპის საბჭოში ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.
საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი დაესწრება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1271-ე სხდომას, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იქნება გენერალური მდივნის მე-14 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“.
დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრები გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების დელეგაციებთან და ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირებთან.