უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 თებერვალი, 2018 13:30
font-size

,,ევროპული საქართველო“ ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

ეს არის პრობლემა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს გლეხობა, სამწუხაროდ, ელოდება ისე, როგორც შეიძლება რაღაც ეპიდემიას და შავ ჭირს ელოდებოდეს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით.

გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ ფაროსანა საქართველოში უკვე ორი წელია რაც არის და მთავრობას ამ დრომდე მასთან საბრძოლველად რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„საქართველოს მთავრობის გეგმა, აბსოლუტურად, მოწყვეტილია რეალობას. საქართველოს მთავრობის გეგმა არის მხოლოდ ზერელე და მათ არ აქვთ გასიგრძეგანებული იმ პრობლემის მნიშვნელობა, იმ კატასტროფული პრობლემის მნიშვნელობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით, სოფლის მცხოვრებლები არიან,“ - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, პრობლემა საკმაოდ მწვავეა და მას სწრაფი მოგვარება სჭირდება.

„გამოსაცხადებელია ტოტალური ბრძოლა, გამოსაცხადებელია საგანგებო მდგომარეობა მთელ იმ რეგიონებში, სადაც ამის ალბათობა დღეს არის მაღალი. საგანგებო მდგომარეობა ზუსტად ისე, როგორც იყო ბორჯომში, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება შეკავება და ჩვენ გაისად და შემდეგ ეს პრობლემა შეიძლება მივიღოთ ქართლში, სადაც ვაშლის მოსავალს ემუქრება დიდი საფრთხე და შემდეგ უკვე კახეთში, ყურძნის მოსავალს,“ - განაცხადა გიგი უგულავა.

ნინო ექვთიმიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი