უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 სექტემბერი, 2017 21:31
font-size

ევროსაბჭომ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა ევროსასამართლოს მოსამართლეობის კვალიფიციურ კანდიდატებად ცნო - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ევროსაბჭომ საქართველოს მიერ წარდგენილი სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის ორი კანდიდატი - ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა მოსამართლეობის კვალიფიციურ კანდიდატებად ცნო.

წულუკიანის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებმა კიდევ ორი ეტაპი უნდა გაიაროს

„საზოგადოებისა და მედიის ცოცხალი ინტერესიდან გამომდინარე, როგორც კომისიის თავმჯდომარეს, მაქვს ვალდებულება, გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგიდან, ევროსაბჭოდან მიიღო წერილი, რომელშიც მრჩეველ-ექსპერტთა პანელი გვატყობინებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე ჩვენ მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა - ლალი ფაფიაშვილის და ოთარ სიჭინავა - ცნობილი იქნენ, ისევე როგორ რამდენიმე კვირის წინ ლადო ჭანტურია, მისაღებ, კვალიფიციურ კანდიდატებად. ამით შესარჩევი პროცედურის პირველი ეტაპი ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. ახლა დარჩენილია მეორე და მესამე ეტაპი. მეორე ეტაპი გახლავთ კანდიდატების გასაუბრება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომიტეტზე და ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ დეპუტატები ყველა წევრი ქვეყნებიდან კენჭს უყრიან ერთ-ერთ მათგანს, რომელიც საბოლოოდ უნდა იქნეს არჩეული სტრასბურგის მოსამართლედ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე და მესამე ეტაპიც ისეთივე წარმატებით ჩაივლის, როგორც ჩვენ დღეს ეს პირველი ეტაპი დავხურეთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი