უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ოქტომბერი, 2017 13:55
font-size

ფაროსანა ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვიდა - ლევან დავითაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დადასტურებულია, რომ ფაროსანა ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვიდა.

მინისტრის თქმით, მდგომარეობას ართულებს ის, რომ ქართულ მხარეს არ აქვს შესაძლებლობა აფხაზეთში სამუშაოები გაწიოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი, ფაროსანასთან ბრძოლა არ მიმდინარეობს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მომზადებული სტრატეგია დაფუძნებული ზუსტად იმ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ დაგვიგროვდა წლის განმავლობაში მავნებელთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ის რჩევები, რაც ჩვენ მივიღეთ წამყვანი ექსპერტებისგან ბოლომდე 100%-ით რა თქმა უნდა, ვერ იყო თანხვედრაში იმ ბიოლოგიასთან, რაც მავნებელმა გამოაჩინა საქართველოს კლიმატში და პირობებში“,-აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, შედეგებს უნდა მივაღწიოთ ერთობლივი ბრძოლით.

„ჩვენი მოწოდებაც იყო, რომ ერთად უნდა დავამარცხოთ ფაროსანა. იმიტომ რომ ამ გამოწვევის მასშტაბი იმდენად დიდია, იმდენად დიდი და კომპლექსურია ამ მავნებლის გავრცელება, რომ თუ მხოლოდ ჩვენ ჩავატარებთ რაღაც ღონისძიებებს და ფერმერების ნაწილი ჩაატარებს და რომელიმე ნაწილი მაინც არ ჩაატარებს ღონისძიებებს - ჩავთვალოთ, რომ ფუჭია, ან ნაკლებად ეფექტიანია ჩვენი ღონისძიებებიც და დანარჩენი ფერმერების ძალისხმევაც“,-განმარტა ლევან დავითაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი