უკან
არქივი
საზოგადოება
5 დეკემბერი, 2016 17:40
ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ შეაწუხოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა - ზვიად ძიძიგური
ყველა საერთაშორისო ექსპერტი, ყველა კვალიფიციური დასკვნა, სამთავრობო გუნდისაც და ჩვენი უცხოელი კოლეგებისაც ადასტურებს, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ შეაწუხოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა წინასაახალწლოდ ფასების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.
"ეს არის გათვლილი მეცნიერულად, ექსპერტულ დონეზე და ამაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს მთავრობას",- განაცხადა ძიძიგურმა.
ნინო ექვთიმიშვილი