უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ნოემბერი, 2018 12:00
font-size

ფემიციდის 9 საქმიდან 8-ში მითითებულია, რომ მოძალადე უმუშევარია, ხოლო 9-დან 5 საქმეში - რომ მოძალადეს აქვს საშუალო განათლება - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებითა და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მხარდაჭერით, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ საერთაშორისო კონფერენცია – „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ მიმდინარეობს.

კონფერენცია ნინო ლომჯარიამ გახსნა. სახალხო დამცველმა მისასალმებელ გამოსვლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც გასულ წელს დაფიქსირებულ ფემიციდის შემთხვევებს ეხება.

ლომჯარიას განცხადებით, 2017 წელს ფემიციდის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან აქედან ხუთი შემთხვევა დაკვალიფიცირდა ოჯახის წევრის მკვლელობად, ერთი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, ერთი – ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა, ერთი – ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობად განსაკუთრებული სისასტიკით, ხოლო ერთი – განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

„რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, სასამართლომ მხოლოდ შვიდ საქმეზე გამოჰყო მოტივი. აქედან სამ საქმეზე მთავარ მოტივად ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიება დადგინდა, დანარჩენ საქმეებზე კი, მოტივად დასახელებულია შურისძიება, განაწყენების ნიადაგზე ეჭვიანობის მოტივი, ეჭვიანობის ნიადაგი, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივი. დანაშაულის ჩადენის ადგილად უმრავლეს შემთხვევაში დაფიქსირდა მსხვერპლისა და მოძალადის ერთობლივი საცხოვრებელი სახლი და საჯარო სივრცე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, ფემიციდის ცხრა შემთხვევიდან ხუთში დანაშაულის ჩამდენი ქმარია. სამ შემთხვევაში დანაშაულის იარაღი დანაა, დანარჩენ ექვს შემთხვევაში დანაშაულის იარაღად გამოყენებულია სანადირო თოფი, ბენზინის საშუალებით სხეულზე ცეცხლის წაკიდება, ე.წ. ზონარი, ელექტროსადენი და ცემა.

„სასამართლომ ცხრავე საქმე არსებითად განიხილა. ფემიციდისთვის რეალური სასჯელის მინიმალური სახე და ზომა იყო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალური 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. ცხრა საქმიდან რვა საქმეში მითითებულია, რომ მოძალადე არის უმუშევარი, მხოლოდ ერთ საქმეშია მითითებული, რომ მოძალადე დასაქმებული იყო. ფემიციდის ცხრა საქმიდან ხუთში საქმეში მითითებულია, რომ მოძალადეს აქვს საშუალო განათლება, ერთს აქვს საშუალო ტექნიკური განათლება, ერთი არის განათლების გარეშე, ერთს აქვს ტექნიკური განათლება, ხოლო ერთ საქმეში მითითებულია, რომ მოძალადე არის დასაქმებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე ინფორმაციით, შესწავლილი ფემიციდის საქმეებიდან ერთ შემთხვევაში, როგორც ბრალდებული, ისე მსხვერპლი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ.

ამასთან, 2017 წელს ფემიციდის მცდელობის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2025 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო. დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის&l

საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს

14 ნოემბერი, 2025 , 15:54

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულებმა – მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა, რომლებმაც აქციების დროს ძალადობრივი დანაშაული აღიარეს და საპროცესო გარიგებას მოაწერეს ხელი, საპატიმრო დაწესებულე

15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

14 ნოემბერი, 2025 , 15:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმაც, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა

14 ნოემბერი, 2025 , 15:27

ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები სცვივა - ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რ

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

14 ნოემბერი, 2025 , 15:03

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს. 4 მატჩში მოპოვებ

საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს

14 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფ