უკან

საზოგადოება

3 ნოემბერი, 2025 14:48
font-size

ფესტივალი „ნიკო მაღლივი“ ახალი ქუჩის არტისტების აღმოჩენას აგრძელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი ახალგაზრდების შესაძლებლობების მხარდაჭერას და ხელოვნების სფეროში ახალი ტალანტების აღმოჩენას აგრძელებს. ბანკი ფესტივალ „ნიკო მაღლივის“ პარტნიორია. ის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ხედვა ურბანულ ხელოვნებაში გარდაქმნან.

ფესტივალის მიზანი ახალბედა ხელოვანების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი ენერგიის ქალაქის ქუჩებთან დაკავშირებაა. პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და ხელს უწყობს იმ მოძრაობის განვითარებას, რომელიც ქალაქის ქუჩებს ახალ სიცოცხლეს სძენს.

„ნიკო მოძრაობაა, რომელიც უკვე ხუთი წელია არაერთ ცნობილ ქართველ და უცხოელ ქუჩის არტისტებს აერთიანებს, მათ შორის: Dante Mdante-ს, მაშოლენდს, მუსია ქებურიას, TAMOONZ-ს და სხვა. ამ მოძრაობის ფარგლებში გაჩნდა ნიკო მაღლივის ფესტივალის იდეაც, რომელიც 2019 წლიდან დღემდე თბილისის ურბანულ გარემოს არაერთი გამორჩეული ქუჩის ტილოთი ამდიდრებს.

ფესტივალი თსუ-სთან თანამშრომლობით ხორციელდება და მის ფარგლებში მაღლივის ბიბლიოთეკის გარე ფასადი (750 კვ.მ ტერიტორია) ახალგაზრდა ქუჩის არტისტების ნამუშევრებით მოიხატება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ახალგაზრდა ხელოვანს, რომელსაც მონუმენტური მხატვრობა აინტერესებს. შესარჩევ ეტაპზე ხელოვანმა უნდა წარადგინოს ესკიზი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში კედლის ტილოდ აქცევს.

ფესტივალის ისტორიაში პირველად, წლევანდელი მონაწილეები სპეციალურ სასწავლო მოდულს გაივლიან. ახალბედა არტისტებს ესკიზების დახვეწასა და სივრცეზე მორგებაში ხელოვნების ისტორიკოსი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი სოფიო კოლხიდაშვილი დაეხმარება, ხოლო მენტორობას პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, ცნობილი არტისტი პაბლო (გიორგი კალანდარიშვილი) გაუწევს.

ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

  • - მასალებთან მუშაობის ტექნიკას;
  • - კომპოზიციისა და სიმეტრიის პრინციპებს;
  • - მონუმენტურ მხატვრობაზე მუშაობის სპეციფიკას.

იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს, ფესტივალის მიმდინარეობა - ვორქშოფები, ხატვის პროცესი და შეხვედრები აქტიურად გაშუქდება სოციალურ ქსელებში. ამიტომ, თვალი ადევნეთ ნიკოს ოფიციალურ გვერდებს Facebook-სა და Instagram-ზე.

გამარჯვება და მედლები | ქართველი ახალგაზრდა ჯუდოკები ევროპის ჩემპიონატიდან

3 ნოემბერი, 2025 , 20:26

საქართველოს ბანკი - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვმა 23-წლამდე ჯუდოკებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების წევრები ტურნირზე არაერთი მედლის მფლობელები გა

ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად - STEM ოლიმპიადის პირველადგილოსანი გუნდი

3 ნოემბერი, 2025 , 17:53

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მესამე სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი ახალგაზრდებში მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და უკვე ბევრი საინტ

საქართველოს ბანკის მობილბანკში მომენტალური გადარიცხვის სერვისი ხელმისაწვდომია

3 ნოემბერი, 2025 , 11:40

საქართველოს ბანკი - მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი - ინოვაციური ფინანსური სერვისების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია მომენტალური გადარიცხვის ფუნქციონალი, რომლითაც მომხმარებლებს შესაძლე

რა დაუჯდა ბიუჯეტს მასწავლებლის დღის აღნიშვნა

31 ოქტომბერი, 2025 , 18:50

რა დაუჯდა ბიუჯეტს მასწავლებლის დღის აღნიშვნა? - შესყიდვების ხელშეკრულების მიხედვით, 10 პედაგოგისთვის ჯამში ასი ათასი ლარი გაიცა, საზეიმო საათნახევრიან ღონისძიებაზე კი 628 ათასი ლარი დაიხარჯა. სოლიდური ჰონო

მოემზადეთ Black Friday-ისთვის - შექმენით თქვენი ბიზნესის შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით

31 ოქტომბერი, 2025 , 18:39

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის ახალი ინიციატივების გაზიარებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შოპინგის დღისთვის - Black Frida

დაიბრუნეთ G&T Trader-ზე ვაჭრობის საკომისიოს 50% წლის ბოლომდე

31 ოქტომბერი, 2025 , 18:24

გალტ & თაგარტმა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს ახალი შეთავაზება მოუმზადა. 20 ოქტომბრიდან 2025 წლის ბოლომდე G&T Trader-ზე ვაჭრობისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაჭრობის საკომისიოს 50% დაიბრუნო