უკან

საზოგადოება

3 ნოემბერი, 2025 11:40
font-size

საქართველოს ბანკის მობილბანკში მომენტალური გადარიცხვის სერვისი ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკი - მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი - ინოვაციური ფინანსური სერვისების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია მომენტალური გადარიცხვის ფუნქციონალი, რომლითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით, სხვა ქართულ ბანკებში თანხა ეროვნულ ვალუტაში, ევროსა და დოლარში მომენტალური ასახვით გადარიცხონ.

ამ ეტაპზე, მომენტალური გადარიცხვის სერვისი სრულად ინტეგრირებულია ბაზის ბანკთან, ამასთანავე, სისტემის დანერგვა სხვა ბანკებთან უკვე დაწყებულია.

ახალი სერვისი მომხმარებელს გადარიცხვების შესრულებისას კომფორტს სთავაზობს და არსებული ალტერნატივებისგან რამდენიმე ასპექტით განსხვავდება:

  • - მყისიერი ასახვა 24/7: გადარიცხვა მომენტალურად, სამუშაო საათების მიღმაც სრულდება.
  • - მობილურის ნომრით გადარიცხვა: აღარ არის საჭირო საბანკო ანგარიშის ნომრის ცოდნა ან კოპირება.
  • - საჭირო არაა ლინკები ან ბარათის მონაცემები: თანხის მისაღებად ადრესატს არ უწევს ლინკზე გადასვლა და ბარათის მონაცემების შეყვანა.
  • - სავალუტო ოპერაციები: შესაძლებელია გადარიცხვების შესრულება ევროსა და დოლარში.
  • - გაზრდილი ლიმიტი ლარში: თითო ტრანზაქციაზე 10,000 ლარის ოდენობით.
  • - ტრანზაქციების რაოდენობის შეუზღუდავი ლიმიტი: დღის განმავლობაში შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის ოპერაციის შესრულება.

„საქართველოს ბანკისთვის თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის შექმნა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. მომენტალური გადარიცხვების ფუნქციონალის დანერგვა სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალ ციფრულ შესაძლებლობებზე, რათა ბანკის მომხმარებლებს ფინანსური ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა ნებისმიერ დროსა და ადგილას ჰქონდეთ“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გადარიცხვების შესრულებისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი.

გამარჯვება და მედლები | ქართველი ახალგაზრდა ჯუდოკები ევროპის ჩემპიონატიდან

3 ნოემბერი, 2025 , 20:26

საქართველოს ბანკი - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვმა 23-წლამდე ჯუდოკებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების წევრები ტურნირზე არაერთი მედლის მფლობელები გა

ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად - STEM ოლიმპიადის პირველადგილოსანი გუნდი

3 ნოემბერი, 2025 , 17:53

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მესამე სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი ახალგაზრდებში მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და უკვე ბევრი საინტ

ფესტივალი „ნიკო მაღლივი“ ახალი ქუჩის არტისტების აღმოჩენას აგრძელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

3 ნოემბერი, 2025 , 14:48

საქართველოს ბანკი ახალგაზრდების შესაძლებლობების მხარდაჭერას და ხელოვნების სფეროში ახალი ტალანტების აღმოჩენას აგრძელებს.  ბანკი ფესტივალ „ნიკო მაღლივის“  პარტნიორია. ის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლ

რა დაუჯდა ბიუჯეტს მასწავლებლის დღის აღნიშვნა

31 ოქტომბერი, 2025 , 18:50

რა დაუჯდა ბიუჯეტს მასწავლებლის დღის აღნიშვნა? - შესყიდვების ხელშეკრულების მიხედვით, 10 პედაგოგისთვის ჯამში ასი ათასი ლარი გაიცა, საზეიმო საათნახევრიან ღონისძიებაზე კი 628 ათასი ლარი დაიხარჯა. სოლიდური ჰონო

მოემზადეთ Black Friday-ისთვის - შექმენით თქვენი ბიზნესის შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით

31 ოქტომბერი, 2025 , 18:39

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის ახალი ინიციატივების გაზიარებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შოპინგის დღისთვის - Black Frida

დაიბრუნეთ G&T Trader-ზე ვაჭრობის საკომისიოს 50% წლის ბოლომდე

31 ოქტომბერი, 2025 , 18:24

გალტ & თაგარტმა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს ახალი შეთავაზება მოუმზადა. 20 ოქტომბრიდან 2025 წლის ბოლომდე G&T Trader-ზე ვაჭრობისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაჭრობის საკომისიოს 50% დაიბრუნო